თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონთან, ქართული სანომრე ნიშნით მოძრავი მიკროავტობუსი, სადაც სავარაუდოდ საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ, ამობრუნდა.
თურქული მედიის ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბორდიურს შეეჯახა, რის შედეგადაც ამობრუნდა.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, დაშავდა ხუთი და დაიღუპა ერთი ადამიანი.
თორნიკე რიჟვაძის დავალებით, ადგილზე აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე გაემგზავრა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.










