იმერეთში 2022 წელს ცენტრალური ბიუჯეტიდან 132 000 000 ლარის ღირებულების 1200 პროექტია დაფინანსებული
იმერეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები სრული დატვირთვით მიმდინარეობს. მოვინახულეთ ოთხი მუნიციპალიტეტი: საჩხერე, ჭიათურა, ზესტაფონი და თერჯოლა, სადაც ჯამში სამუშაოები შეადგენს 38 000 000 ლარს.
შედეგად ეს მუნიციპალიტეტები მიიღებენ ახალ საავტომობილო გზებს, წყალმომარაგების ახალ სისტემებს, სკოლებს, ბაღებს. მონიტორინგის ფარგლებში რა თქმა უნდა ჩვენ გავაკონტროლებთ, რომ რეაბილიტაცია-მშენებლობების ყველა ვადა იყოს დაცული.
საჩხერეში ქორეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების სასმელი წყლის სისტემების მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის დასრულების შედეგად სოფელ ქორეთისა და კალვათას ასევე, პასიეთის დასახლებაში მცხოვრები 870 ოჯახი ისარგებლებს წყალმომარაგებით.
საპილოტე რეგიონების ინტერგირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, საჩხერეში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის “მოდინახის ციხის” მისასვლელისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაც ხორციელდება. პროექტი ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული.
მონიტორინგის ფარგლებში ინფრასტრუქტურული პროექტები ჭიათურაშიც დაათვალიერეს. პროექტის ,,განახლებული რეგიონები“ ფარგლებში 9 პროექტი განხორციელდა. მოეწყო შადრევანი, სკვერი, სკეიდბორდის მოედანი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ფასადებსა და ტროტუარებს.
ასევე, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში სამი პროექტი ხორციელდება. მოცემულ ეტაპზე, აქტიურად მიმდინარეობს:
ყოფილი პიონერთა სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონისა და სკვერის მოწყობა, გედების ტბის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა და კაცხის სვეტამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია.










