ჭიათურის „მათემ“ რაგბიში საქართველოს რეგიონული ლიგა მოიგო და ჩემპიონი გახდა. ფინალურ შეხვედრაში ჭიათურამ რუსთავს 23-18 სძლია და პირველ ლიგაში გადაინაცვლა.
გამარჯვებული მორაგბეები ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ, „ჯორგიანმანგანეზის“ წარმომადგენელმა თემურ ხონელიამ და რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ დააჯილდოვეს.










