უკრაინის პირველი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი კიევში დაკრძალეს.
უკრაინის დროშით დაფარული კუბო პრეზიდენტის პოლკის ჯარისკაცებმა მიიტანეს.
მის გვერდით წითელ ბალიშებზე პირველი პრეზიდენტის სახელმწიფო ჯილდოები იყო გამოფენილი.
კრავჩუკი დაკრძალვის ცერემონიას ოჯახის წევრები, ასევე მოქმედი და წინა პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ლეონიდ კუჩმა, ვიქტორ იუშჩენკო და პეტრო პოროშენკო ესწრებოდნენ.
ასევე იყვნენ პრემიერ მინისტრი შმიგალი, კიევის მერი ვიტალი კლიჩკო, მინისტრები და სხვა ოფიციალური პირები და პოლიტიკოსები.
ლეონიდ კრავჩუკი 10 მაისს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გასულ ზაფხულს იგი გულის ოპერაციის შემდეგ რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.
უკრაინის პირველი პრეზიდენტი ბაიკოვოს სასაფლაოზე დაკრძალეს.
ფოტო Reuters, EPA.














