არაბთა გაერთიანებული საამიროების უმაღლესმა ფედერალურმა საბჭომ ქვეყნის ახალ პრეზიდენტად აბუ-დაბის მემკვიდრე პრინცი, შეიხი მუჰამედ ბინ ზაიიდ ალ ნაჰაიანი აირჩია.
ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო WAM-ი ავრცელებს.
არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი ხალიფა ბინ ზაიიდ ალ ნაჰაიანი 73 წლის ასაკში, 13 მაისს გარდაიცვალა.










