ინგლისის თასის ფინალის ეგიდით, “უემბლიზე” ლონდონის “ჩელსისა” და “ლივერპულის” დაპირისპირება შედგა. აღნიშნული შეხვედრის ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა და საქმე თერთმეტმეტრიანების სერიამდე მივიდა, სადაც მერსისაიდელებმა იმარჯვეს.გუნდებმა 7-7 პენალტი შეასრულეს – “არისტოკრატთა” მხრიდან მეშვიდე თერთმეტრიანი მეისონ მაუნტმა გააფუჭა, ხოლო “ლივერპულიდან” გადამწყვეტი პენალტი ზუსტად კონსანტინოს ციმიკასმა შეასრულა.
ისტორიაში პირველად, UFC-ს ყველა წონის გაერთიანებულ რეიტინგს სათავეში ქართველი მებრძოლია
ისტორიაში პირველად, UFC-ს ყველა წონის გაერთიანებულ რეიტინგს (P4P) სათავეში ქართველი მებრძოლი ჩაუდგა. ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირას დამარცხების შემდეგ მესამე ადგილიდან რეიტინგში პირველ პოზიციაზე გადაინაცვლა. 29 ივნისს თოფურიამ ლას ვეგასში მსუბუქი...