ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წნისთან, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა.
გარდაცვლილია მამაკაცი, რაც შეეხება დაშავებულ ახალგაზრდა ქალს, ის კლინიკაში გადაიყვანეს.
ერთმანეთს ორი მსუბუქი მანქანა შეეჯახა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წნისთან, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშვებული ახალგაზრდა ქალი კლინიკა „იმედში“ გადაიყვანეს, გარდაცვლილი მამაკაცი კი პროზექტურაში გადაასვენეს.