პენიტენციური დაწესებულების პრესსამსახურში განმარტეს, რომ სასწრაფოსა და საბადრაგოს მანქანებით რუსთავის მე-12 ციხის ტერიტორიიდან, სხვა პატიმრის ჰოსპიტალიზება მოხდა:
არ არის მართალი. იმ დაწესებულების შესასვლელში არის კიდევ მეორე ციხე და სხვა დაწესებულებიდანაა გაყვანილი სხვა მსჯავრდებული – ამბობს პენიტენციურის წარმომადგენელი ნათია გედენიძე “პოსტ ფაქტუმთან”.
რუსთავის მე-12 ციხის ტერიტორიაზე სასწრაფოსა და საბადრაგოს მანქანები ცოტა ხნის წინ შეიყვანეს. მათ ტერიტორია მალევე დატოვეს.










