8 მაისს,კვირას ეროვნული ლიგის 3 შეხვედრა გაიმართება. ბოლნისის “სიონი” “დინამო” თბილისს უმასპინძლებს ,მატჩი 16:00 საათზე აიღებს სტარტს. 19:00 საათზე კი რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე “ტორპედო” “საბურთალოს” უმასპინძლებს. მოგეხსენებათ, მატჩი გულშემატკივრის გარეშე ჩაივლის. რაც შეეხება მე_3 შეხვედრას , “დინამო” ბათუმი გორის “დილას” უმასპინძლებს,მატჩი 21:00 საათზეა ჩანიშნული.
ილია თოფურია საავადმყოფოდან გაწერეს – როგორია მისი მდგომარეობა
ილია თოფურია საავადმყოფოდან გაწერეს, - ინფორმაციას „ევროსპორტი“ ავრცელებს. გამოცემის ჟურნალისტის, ალვარო კოლმენეროს ცნობით, ილია თოფურიამ ვაშინგტონის საავადმყოფო დატოვა. ჟურნალისტის განცხადებით, თოფურიას ორივე თვალბუდის ძვლის მოტეხილობა აქვს, თუმცა ძვლების ცდომის გარეშე და...










