კუბის დედაქალაქ ჰავანაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა, ერთი მათგანი ბავშვია. ამის შესახებ კუბის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება. თავდაპირველად საუბარი იყო 9 გარდაცვლილზე.
უწყების ცნობით, სასტუმრო „სარატოგაში“ მომხდარი აფეთქების შემდეგ ჰოსპიტალიზაცია 64 ადამიანს დასჭირდა.
კუბის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, სასტუმროში მომხდარი აფეთქების მიზეზი გაზის გაჟონვაა.
6 მაისს ჰავანაში მძლავრი აფეთქება მოხდა, რომელმაც სასტუმრო „სარატოგას“ მახლობლად მდგარი ავტობუსები და მანქანებიც დააზიანა.









