LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ერთხელ ხომ უნდა გადაიდგას ნაბიჯი, რომ შემოვტრიალდეთ სინათლისკენ-მეუფე გრიგოლი

ერთხელ ხომ უნდა გადაიდგას ნაბიჯი, რომ შემოვტრიალდეთ სინათლისკენ-მეუფე გრიგოლი

დაპოსტა 2022/05/06-ში
A A
72
ნახვა
გაზიარება

ერთხელ ხომ უნდა გადაიდგას ნაბიჯი, რომ შემოვტრიალდეთ სინათლისკენ, სადაც ერთმანეთს თვალს გავუსწორებთ და ვიქნებით ამტანები და მოწყალენი, რადგან შეუცდომელი არ არსებობს, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და შესაბამისი პროფილის კლინიკაში მის სამკურნალოდ გადაყვანის საკითხს. მისი თქმით, რაც ქვეყანაში ხდება კიდევ უფრო მეტ ურთიერთმიუღებლობას ბადებს.

“მე ვფიქრობ, რომ მძიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე. სამწუხაროა, რომ ასეთ ფორმატში და ასეთ თემაზე გვიწევს საუბარი, როცა საკითხი ეხება საქართველოს პრეზიდენტს. არ მინდა რომელიმე პრეზიდენტს მოუწიოს ასე კიდევ.

ზოგადად რაც ხდება ქვეყანაში, საზოგადოებში, ყველა სიმაღლეზე, ბადებს კიდევ უფრო მეტს ურთიერთმიუღებლობას და მეტ სიმძაფრეს და მოლოდინებს აჩენს, რომ როცა კიდევ შეიცვლება ხელისუფლება, ჩვენ შეიძლება ვიხილოთ ასეთივე შურისძიებები, რაც მძიმე წარმოსადგენია.

ერთხელ ხომ უნდა გადაიდგას ნაბიჯი, რომ შემოვტრიალდეთ სინათლისკენ, სადაც ერთმანეთს თვალს გავუსწორებთ და ვიქნებით ამტანები და მოწყალენი, რადგან შეუცდომელი არ არსებობს.

ჩემი აზრით, ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს და ეს არის თემა ჰუმანურობის და ანტიჰუმანურობის, ვისაც ეხება, თვითონ გაიგებს და თუ ვინმეზეა დამოკიდებული, პიროვნებებზე, ჯგუფებზე, როგორც ჩანს, ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანია და მწვავედ დგას.

ჰეროდემ როცა ნახა, რომ იოანე ნათლისმცემლის დასჯა ხალხს მოეწონა და თავი მოკვეთა მას, ხალხის მოწონების შემხედვარემ გადაწყვიტა, პეტრეც დაეჭირა და დაესაჯა, ამით ხალხს მოაწონებდა თავს. დამაფიქრებელი საკითხია და სადამდე მივიდა ჰეროდე ამ გზაზე, ვნახეთ. ვფიქრობ, ისტორიას უნდა გავუსწოროთ თვალი, მომავლით ვიცხოვროთ და არა წარსულით”, – აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

ამასთან, მეუფე გრიგოლის განცხადებით, ეჭვი ეპარება იმაში, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვინმეს ურეკავდეს და უკვეთავდეს სააკაშვილის დასჯას. მისივე თქმით, „აქ სხვა ფენომენთან გვაქვს საქმე“.

მეუფე გრიგოლი ასევე გამოეხმაურა რუსეთის პატრიარქ კირილის განცხადებას, რომლის თანახმადაც რუსეთი თავს არასოდეს არავის დასხმია.

„ეს რომ ეთქვა სასულიერო პირს, იერარქიის წარმომადგენელს, ვიტყოდი, რომ უბირი ადამიანია, ხეპრეა, გაუნათლებელია. როცა ეკლესიის მეთაური ამბობს ამას, ვხედავთ, უსაზღვრო ცინიზმს და რუსული იმპერიული პოლიტიკის გაგრძელებას“, – აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

გაზიარება29

დაკავშირებული -პოსტები

ბაღდათის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

by მეგა TV
მაისი 26, 2026
0
ბაღდათის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა
მთავარი

ბაღდათის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. გადაუღებელი წვიმის შედეგად დაზიანდა ცენტრალური გზები, სოფლის შიდა გზები, ბოგირები, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, მიწის ნაკვეთები. ბაღდათის მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კომუნალური გაერთიანების თანამშრომლები ჩართული არიან...

დაწვრილებითDetails

დღეს უმცროსი ბორჯღალოსნები ჩილეს დაუპირისპირდებიან

by მეგა TV
მაისი 26, 2026
0
დღეს უმცროსი ბორჯღალოსნები ჩილეს დაუპირისპირდებიან
მთავარი

დღეს,26 მაისს 15:00 საათზე უმცროსი ბორჯღალოსნები ჩილეს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა სამხრეთ აფრიკაში შედგება. პირდაპირი ტრანსლაცია - rugbytvgeorgia- ზე სათამაშო შემადგენლობა : 0

დაწვრილებითDetails

„წყალტუბოს“ საბავშვო ბაღების გაერთიანება სამძიმრის წერილს ავრცელებს

by მეგა TV
მაისი 26, 2026
0
„წყალტუბოს“ საბავშვო ბაღების გაერთიანება სამძიმრის წერილს ავრცელებს
მთავარი

„წყალტუბოს“ საბავშვო ბაღების გაერთიანება სამძიმრის წერილს ავრცელებს: გარდაიცვალა 4 წლის  ემილი ყიფიანი. გავრცელებული ცნობით, ბავშვს გულზე პრობლემები ჰქონდა. ა (ა) ი პ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანება“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს,...

დაწვრილებითDetails

ევროკავშირის წარმომადგენლობა და წევრი ქვეყნების საელჩოები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

by მეგა TV
მაისი 26, 2026
0
ევროკავშირის წარმომადგენლობა და წევრი ქვეყნების საელჩოები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
მთავარი

ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გულითადად ულოცავენ! - ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობის და წევრი ქვეყნების საელჩოების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც ევროპული სახელმწიფოების წარმომადგენლობები აღნიშნავენ, „ამ მნიშვნელოვან დღეს, კვლავ...

დაწვრილებითDetails

ლევან იოსელიანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მაისი 26, 2026
0
“ეს პროცესი სადღაც თუ არ შეჩერდა, შემდგომ აქციებზე კიდევ უფრო მეტ ძალადობას მივიღებთ და ბოლოს შეიძლება, ვიღაც შემოაკვდეთ”- ლევან იოსელიანი
მთავარი

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ომბუდსმენი საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და წერს, რომ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვიყოთ სოლიდარულნი და გვქონდეს ურთიერთპატივისცემა. „26 მაისი ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, ერთიანობისა...

დაწვრილებითDetails

მიხეილ ყაველაშვილს დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

by მეგა TV
მაისი 26, 2026
0
მთავარი

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ძალიან ვამაყობ...

დაწვრილებითDetails

26 მაისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
მაისი 26, 2026
0
ამინდი იცვლება – 7 სექტემბრის პროგნოზი
ამინდი

26 მაისს ქუთაისში დღისით +23 და ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია მცირე ნალექი. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით...

დაწვრილებითDetails

საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

by მეგა TV
მაისი 26, 2026
0
საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
მთავარი

საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ღონისძიება თავისუფლების მოედანზე გაიმართება. წელსაც წვევამდელები 26 მაისს სამხედრო ფიცს დადებენ, რის შემდეგაც თავდაცვის ძალებს შეუერთდებიან. წვევამდელები ფიცს, ასევე საქართველოს 12 ისტორიულ ადგილას...

დაწვრილებითDetails

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 26, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი მშვიდი დღეა, გამოიყენეთ ის ჭკვიანურად და ეცადეთ, თქვენს საქმიანობაში მეტი ყურადღება დაუთმოთ ალტერნატიულ ხედვას. ისწავლეთ მოთმინება და ყველაფერი გამოგივათ. კურო ხანდახან უკან დახევა გაცილებით უფრო მომგებიანია, ვიდრე წინა ხაზზე...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
მაისი 25, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6732 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6732 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6744 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"