LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
,,არ მოკლათ თქვე უღმერთოებო, არ მოკლათ!” -გიგა მაქარაშვილი

მოსალოდნელია, მდგომარეობის შეუქცევადი გაუარესება-მარიამ ჯიშკარიანი

დაპოსტა 2022/05/06-ში
A A
108
ნახვა
გაზიარება

ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნით ნაწილს  მარინა ჯიშკარიანი ასაჯაროებს:

,,მეგობრებო, ვინაიდან ჩვენი დასკვნა უკვე გასაჯაროვდა, ვაქვეყნებთ დასკვნით ნაწილის, ეს დასკვნა დღეს გადაეცა ადვოკატებს სასამართლოზე წარსადგენად, ეს დასკვნა ნათლად მიუთითებს მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან/და ჰუმანიტარული მისიით მისი გაყვანის აუცილებლობას, აქ არის ასახული ჩვენს მიერ დასმული დიაგნოზები და მოსაზრებები არაადექვატურ მკურნალობაზე, ასევე რეკომენდაციები, ეს რიგით მე 4 დასკვნაა::

დასკვნა N3 -05/22 მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ამჟამინდელი მდგომარეობისა და მკურნალობა – რეაბილიტაციის კურსის შესახებ

IV: დასკვნა ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ:
ამგვარად, პენიტენციურ სისტემაში, ასევე გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ყველა ეტაპზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ ხორციელდებოდა არასათანადო სამედიცინო მომსახურება, ფსიქოლოგიური ზეწოლისა და ფიზიკური ზემოქმედების სხვადასხვა ეპიზოდებით.
ამჟამად, შეზღუდული ხასიათის სამედიცინო ინფორმაციისა და კლინიკური შემოწმების შეუძლებლობის პირობებში, ვასკვნით შემდეგს:
სახეზეა კვლავ შემდეგი დიაგნოზები:
1. Victims of torture and ill-treatment – Z 65.4 (წამებისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი) (ნეიროლეფსიურ სინდრომზე) – ICD თავი Y 40 – 59: სამკურნალწამლო საშუალებები, მედიკამენტები და ბიოლოგიური ნივთიერებები, რომლებიც წარმოადგენს არასასურველი რეაქციების მიზეზს მათი თერაპიული გამოყენების დროს: Y 49.5. სხვა ანტიფსიქოზური და ნეიროლეფსიური საშუალებები (Other antipsychotics and neuroleptics).
2. Effects of hunger: T73.0. (შიმშილობის ეფექტი/შედეგი)
ამჟამად აღენიშნება:
1. ვერნიკეს ენცეფალოპათია – E 51.2.;
2. დაუზუსტებელი ცილოვან – ენერგეტიკული უკმარისობა – Unspecified protein-energy malnutrition – E 46, პოლინეიროპათია კვებითი დეფიციტის დროს – (Polyneuropathy in nutritional deficiency (E40-E64†) ) – G 63.4.
3. პოსტტრავმული სტრესული აშლილობა – F 43.1
4. თავის ტვინის დაზიანებითა და დისფუნქციით გამოწვეული ორგანული ემოციურად ლაბილური (ასთენიური) აშლილობა – F 06.6. რაც ასევე მოიცავს შერეულ შფოთვით – დეპრესიულ ეპიზოდებს. (Organic and emotionally labile (asthenia) disorder, caused by brain damage and dysfunction – F 06.6.(A disorder characterized by emotional incontinence or lability, fatigability, and a variety of unpleasant physical sensations (e.g. dizziness) and pains, but arising as a consequence of an organic disorder).
5. Gastro-oesophageal reflux disease with oesophagitis- K21.0 – რეფლუქს ეზოფაგიტი
6. Other acute (erosive) gastritis – K29.1 – სხვა მწვავე გასტრიტი
7. Duodenitis – K29.8 – დუოდენიტი
8. K90 Intestinal malabsorption (ინტენსტინალური მალაბსორბცია)? საჭიროებს დიაგნოსტიკურ კვლევას, რაც არ არის ჩატარებული
9. R 63.0: Anorexia; (სიმპტომური ანორექსია, მადის დაკარგვა) = R 63.4 Abnormal weight loss (წონის კარგვა)
აღნიშნული დიაგნოზები დიდი ალბათობით პირდაპირ მიზეზ – შედეგობრივ კავშირშია: გახანგრძლივებული შიმშილობის შემდეგ კვებითი აღდგენითი თერაპიის არაეფექტურ წარმართვასთან, შემდგომში ასევე ვერნიკეს ენცეფალოპათიის შეუსაბამო მკურნალობასთან. შიმშილობის გახანგრძლივება კი გამოიწვია ტრავმული – სტრესული გარემოს ზემოქმედებამ. ყოველივე ერთობლიობაში იწვევს ადამიანის ფსიქო – ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის თანდათანობით გაუარესებას და მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას.
ამავდროულად, საგანგაშოა ჰიპოპროტეინემია, ჰიპოალბუმინემია, ანემია, საკვების მიუღებლობა, ფსიქო – ფიზიკური გამოფიტვა, ფსიქო – ფიზიკური განლევადობა, კუჭ – ნაწლავის ტრაქტისა და ნერვული სისტემის ორგანული დაზიანება, თანმდევი ფსიქიკური კომპონენტების დამძიმებით. აღნიშნული მაჩვენებლები და წარმოდგენილი დიაგნოზები მიუთითებს ფსიქო – ფიზიკური ჯამრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე. ამას ემატება არასათანადო მკურნალობა, კერძოდ, წარმოდგენილი მედიკამენტოზური მკურნალობა სიმპტომურია და არა პათოგნომური, ამასთანავე, იგი ღებულობს 9 სახის მედიკამენტს ან/და დანამატს, რომელიც ეფექტის ურთიერთგაძლიერების მექანიზმით, შესაძლოა ამძიმებდეს პაციენტის მდგომარეობას. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ პაციენტი კვლავ ღებულობს ნეიროლეფსიურ პრეპარატს, რაც კორსაკოვის სინდრომის რისკის შემთხვევაში დაუშვებელია.
ამასთანავე, კვლავ არ მიმდინარეობს ვერნიკეს ენცეფალოპათიისა და პოლინეიროპათიის პათოგნომური მკურნალობა – დიაგნოსტიკა, შესაბამისად, შეუძლებელია PTSD და ემოციური აშლილობების ეფექტური მკურნალობა. არასწორად წარმართულმა refeeding პროცესმა გამოიწვია მდგომარეობის თანდათანობითი დამძიმება, აღნიშნულმა სიმპტომატიკამ დისპეპსიური მოვლენების სახით გორის სამხედრო ჰოსპიტალშივე იჩინა თავი.
VI: რეკომენდაციები
ამგვარად, ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე: პოლიორგანული უკმარისობის რისკისა და სომატო – ნევროლოგიური, ფსიქიკური კომპონენტების გათვალისწინებით, პაციენტი საჭიროებს:
1. ინტენსიურ თერაპიას: ინფუზიურ/ტრანსფუზიური, დეზინტოქსიკაციური და პარენტერალური კვებითი თერაპიის, სხვა ინტენსიური თერაპიის ღონისძიებების (ადგილზე მდგომარეობის გათვალისწინებით) სახით.
2. საჭიროებს დამატებით დიაგნოსტიკას: თ.ტ. ზურგის ტვინის მრტ კვლევა, როგორც მინიმუმ. ნეირო – ფსიქოლოგიურ გამოკვლევას.
3. კუჭ – ნაწლავის ტრაქტის სრულყოფილ გამოკვლევას.
4. მრტ ან/და კტ – კონტრასტით სკრინინგს, შესაძლოა, ღვიძლის ფიბროსკანირებას
5. ლაბორატორიულ კვლევებს, ტოკსიკოლოგიური კვლევის ჩატარებას
6. მკურნალობის კურსის ცვლილებას, ინდივიდუალური მკურნალობა – რეაბილიტაციის კურსის შემუშავებას, მკურნალობის კურსისადმი პათოგნომური მიდგომით.
7. შესაბამისად, პაციენტი სასწრაფო წესით უნდა იქნას გადაყვანილი მაღალტექნოლოგიურ მულტი – პროფილურ კლინიკაში, ინტენსიური თერაპიის, კვებითი თერაპიის სპეციალური განყოფილებებითა და ნეირო – ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ხანგრძლივი გამოცდილებით, დისტრესული სიტუაციებისაგან თავისუფალ გარემოში.
VI:პროგნოზი
შესაბამისი ზომების არ მიღების შემთხვევაში მოსალოდნელია, მდგომარეობის შეუქცევადი გაუარესება:
1.კორსაკოვის სინდრომის თანდათანობითი ჩამოყალიბება (გზა დემენციისაკენ)
2. ცალკეული ორგანოთა სისტემის მხრივ ან პოლი – ორგანული უკმარისობა
3. ფსიქო – ფიზიკური განლევადობა, კახექსია
4. ლეტალური გამოსავალი”-წერს მარიამ ჯიშკარიანი.

გაზიარება43

დაკავშირებული -პოსტები

კოშმარი დატრიალდა, კრაზანები შემოესივნენ – ვინ გადაარჩინა ქალი მარტვილში

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
კოშმარი დატრიალდა, კრაზანები შემოესივნენ – ვინ გადაარჩინა ქალი მარტვილში
მთავარი

,,დღეს მარტვილის რაიონში, სადაც დედაჩემი სრულიად მარტო იმყოფებოდა, ნამდვილი კოშმარი დატრიალდა... სახლშიც და ეზოშიც უზარმაზარი, სასიკვდილოდ საშიში კრაზანების ბუდეები შემოესივნენ. ქალი ფაქტობრივად ალყაში მოექცა. ​შოკში მყოფმა, დავიწყე რეკვა ყველგან, სადაც...

დაწვრილებითDetails

14 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
2026 წელს ვის ელის დიდი კარიერული წინსვლა — წლის სამი მთავარი ფავორიტი
მთავარი

ვერძი   აქტიური და ენერგიული დღე გელოდებათ. შესაძლოა, მოულოდნელად ახალი საქმე ან საინტერესო შეთავაზება გამოჩნდეს. ფინანსურ საკითხებში ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს მოერიდეთ. პირად ურთიერთობებში გულწრფელი საუბარი ბევრ გაუგებრობას მოაგვარებს.   კურო  ...

დაწვრილებითDetails

უბედურებას ძლივს გადავურჩით, ნუ დაელოდებით ტრაგედიას! – მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
უბედურებას ძლივს გადავურჩით,  ნუ დაელოდებით ტრაგედიას! –  მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ
მთავარი

ქუთაისში ხარაზოვის ბაღში არსებულ საშიშ მდგომარეობაზე მოქალაქე პოსტს აქვეყნებს და მოითხოვს რომ ტერიტორია მოაწესრიგონ. ,,ხარაზოვის ბაღში,სადაც ყოველდღიურად უამრავი ბავშვი თამაშობს,შადრევნის ფილები არის ამოღებული და დატოვებული ღია.ორი დღის წინ ბავშვი კინაღამ...

დაწვრილებითDetails

14 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
როგორი ამინდი იქნება ნოემბერში საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +18,+23°, დღისით...

დაწვრილებითDetails

ძალიან ადრე შეწყდა შენი პატარა ცხოვრება – ტრაგიკულად დაღუპულ გოგოს ემშვიდობებიან

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ლიანდაგებზე მძინარე მამაკაცს მატარებელი შეეჯახა და გადარჩა (უცხოეთი)
მთავარი

"ძალიან ადრე შეწყდა შენი პატარა ცხოვრება… ნათელში იყოს შენი სული. 🕊️" ბათუმში გარდაცვლილ 16 წლის სანდრას ახლობლები ემშვიდობებიან. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონას მატარებელი მაშინ დაეჯახა, როდესაც ის ლიანდაგზე გადადიოდა. ვიზიარებთ ოჯახის...

დაწვრილებითDetails

გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
დევდორაკის ხეობაზე გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, დაახლოებით 14 საათზე, დევდორაკის ხეობაში განთავსებული განგაშის სისტემის მიერ მოხდა ღვარცოფული პროცესის დეტექცია, რა დროსაც სისტემამ...

დაწვრილებითDetails

12 წლის ბავშვმა მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა და ავარიაში მოყვა – მოზარდი ადგილზევე დაიღუპა

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ფონიჭალაში 12 წლის ბავშვმა მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა და ავარიაში მოყვა - მოზარდი ადგილზევე დაიღუპა - ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Aktual. ge ავრცელებს. მათივე ცნობით, დაღუპული ფონიჭალის მკვიდრი, თაფდიგ ყაჰრამანოვია.

დაწვრილებითDetails

სოფელ მლეთაში გურამ დადიანიძის სამძებრო სამუშაოები დასრულებულია

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები – რა ვიდეო ვრცელდება გურამ დადიანიძის საქმეზე
მთავარი

სოფელ მლეთაში ხუთდღიანი სამძებრო სამუშაოები დასრულებულია - 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის კვალის დასადგენად ყველა საეჭვო ტერიტორია სკანერებით და სპეც-ტექნიკით შეამოწმეს. ეს იყო მთავარი მოთხოვნა, რომელიც დაკარგული ბიჭის დედას ჰქონდა. როგორც...

დაწვრილებითDetails

“ტვ პირველი” მარეგულირებელმა კომისიამ ტერმინ “სქროლვა-სქრინვის” გამოყენების გამო 5000 ლარით დააჯარიმა

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
“ტვ პირველი” მარეგულირებელმა კომისიამ ტერმინ “სქროლვა-სქრინვის” გამოყენების გამო 5000 ლარით დააჯარიმა
მთავარი

"ტვ პირველი" მარეგულირებელმა კომისიამ ტერმინი "სქროლვა-სქრინვის" გამოყენების გამო 5000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება დღეს, რამდენიმე საათს წინ გამოაცხადეს. სხდომა, რომელზეც საჩივარს განიხილავდნენ, მოპასუხე მხარის გარეშე ჩასტარეს. "ტვ პირველის" არც ერთი წარმომადგენელი სხდომას არ ესწრებოდა -...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში აგროქიმიკატების არარეგისტრირებული ობიექტი გამოავლინეს

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
ქუთაისში აგროქიმიკატების არარეგისტრირებული ობიექტი გამოავლინეს
მთავარი

აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა სურსათის ეროვნული სააგენტო, ფერმერების ინტერესების დაცვისა და ბაზარზე ხარისხიანი პესტიციდების განთავსების მიზნით აქტიურ კონტროლს აგრძელებს. სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა აგროქიმიკატების არარეგისტრირებული სარეალიზაციო ობიექტი გამოავლინეს....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"