4 მაისის ღამეს ახალქალაქი–ვაჩიანის გზაზე მსუბუქი ავტომობილი დაიწვა, შედეგად 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები, ინფორმაციას Jnews.ge ავრცელებს.
„სასწრაფო 01:00 საათისთვის გამოიძახეს. მანქანა უკვე იწვოდა, ახალგაზრდა ბიჭის გადარჩენა ვერ მოხერხდა. დანარჩენები მანქანიდან გადმოსულები იყვნენ”, – წერს jnews.ge.
გამოცემის ინფორმაციით, ამ ეტაპზე უცნობია რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი.










