“კმარას” ყოფილი ლიდერი თეა თუთბერიძე “ლელოს” მიერ გაკეთებულ განცხადებას ირაკლი ღარიბაშვილის ალი უზდინოვთან შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ეხმაურება:
“ქვე-ყანა სადაც სააკაშვილი პუტინის ტყვეა ქართულ ციხეში და სადაც შესაძლოა მოკვდეს კიდეც და მაგრამ ამას ყველა მშვიდად უყურებს (ქართველმა მხოლოდ მკვდარი შეიძლება დაგაფასოს, ცოცხალი ნაკლებად), სადაც ღარიბაშვილს პრემიერი ჰქვია, ხოლო ვიღაც პაპუაშვილს პარლამენტის თავმჯომარე და პუტინის მონა ოლიგარქი ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას უკრაინელები ითხოვენ და ქართული ოპოზიცია დუმს (და გასაკვირიც არაა რადგან აი ესენი არიან დღეს ოპოზიციის სახელის მატარებლები, და არა მხოლოდ, ვიღაც გუბაზ სანიკიძეები, თაკო ჩარკვიანები, თინა ხიდაშელები, ირაკლი ალასანიები, ნინო ბურჯანაძეები და ა.შ.
ისინი ვინც თავის დროზე ივანიშვილის ჯიბეში ისხდნენ სანამ ივანიშვილი აჭმევდათ, ხო კიდევ სადაც თვალთხარია გახარია და მისი ბრძანებით ახალგაზრდებისთვის თვალების დათხრა აღარავის ახსოვს, სამაგიეროდ 26 მაისი და 7 ნოემბერი ახსოვთ კარგად ოღონდ ის არ ახსოვთ რა და ვინ იდგა იმ ყველაფრის უკან (თუმცა არა, რა რუსეთი, რუსეთს სად ჰქონდა ინტერესები მაშინ საქართველოში)
ხო და ჰგონიათ რომ ასე შევლენ ევროკავშირში და ნატოში… უკრაინა ნამდვილად იმსახურებს ევროკავშირსაც, ნატოსაც და მეტსაც მაგრამ საქართველო რასაც იმსახურებს კი იღებს იმას!” – წერს თუთბერიძე.