ვენეციაში თანამედროვე ხელოვნების მორიგი „ბიენალე“ გაიხსნა. სტუმრებს შორის გახლდათ ვენსან კასელი ახალგაზრდა მეუღლესთან, ტინა კუნაკისთან ერთად. ვენეციის ქუჩებიდან ჩვენ უკვე წყვილის არაერთი შთამბეჭდავი ფოტო ვიხილეთ. ამჯერად ტინა და ვენსანი „ვალენტინოს“ კრეატიული დირექტორის, პიერ პაოლო პიჩოლის მიერ ორგანიზებულ საღამოზე გამოჩნდა. 55 წლის კასელს შავი კოსტიუმი ეცვა, ორ ბორტიან პიჯაკს მსახიობმა „შლაქსის“ სტილის შარვალი შეუხამა. 25 წლის ტინა კი საოცრად გამოიყურებოდა ჟოლოსფერ სამეულში. წყვილის იდენტური ლუქით გამოჩენამ საღამოზე დამსწრე საზოგადოების დიდი აღფრთოვანება დაიმსახურა.
რუსული სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელი საქართველოში იმყოფებოდა
რუსული სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელი საქართველოს ეწვია და შეხვედრები გამართა ეკონომიკის სამინისტროში. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო კომპანია “როსსეტი” ავრცელებს. განცხადების თანახმად, “ფედერალური ქსელური კომპანია - როსსეტის” დელეგაცია, კომპანიის გენერალური დირექტორი...