მთავარი არხი
LIVE
ENG
რუსმა ოკუპანტებმა ბულგარეთის კონსული გაიტაცეს – მელიტოპოლის მერი
გამოქვეყნდა: 5 წუთის წინ
მელიტოპოლში, რუსმა ოკუპანტებმა ბულგარეთის საპატიო კონსული გაიტაცეს, – ინფორმაციას ქალაქის მერი, ივან ფედოროვი ავრცელებს.
“ჩემი 50-ზე მეტი კოლეგა გაიტაცეს ქვეყნის მასშტაბით, დღეს 29 მათგანი ოკუპანტების ტყვეობაშია. რაც შეეხება აქტივისტებს, ბიზნესმენებს, ოკუპანტები იტაცებენ ყველას, ვისაც პატრიოტული განწყობები აქვს. რამდენიმე საათის წინ, ცნობილი გახდა, რომ მელიტოპოლში გაიტაცეს ბულგარეთის საპატიო კონსული”, – ამბობს ფედოროვი.
მისივე ცნობით, უკვე მეოთხე დღეა, ოკუპანტები ქალაქიდან არ უშვებენ მოქალაქეებს, რომლებსაც ზაპოროჟიეს მიმართულებით წასვლა სურთ.