საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. „დღეს, თბილისის დროით 08:01-ზე, დაბა ყაზბეგიდან სამხრეთით 15კმ-ში, სოფელ წკერეში მოხდა 3,1(Ml) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.










