,,გარშემო ისეთი დროებაა, როცა ყველაზე “ძვირფასი” ახლა ადამიანების ყურადღებაა. უამრავ პრობლემასა და საკითხზე გაფანტულ ამ ჩვენს გონებას ხშირად არსებითზეც კი უჭირს ხოლმე ფიქრი, არათუ რიგით მესამე ან/და მეხუთე საკითხზე.
არ ვარ დარწმუნებული რომ დღეს, აქ და ახლა, შევძლებ ამ საკითხით მასების, ე.წ. “ინფლუენსერების” თუ ხელისუფლების წარმომადგენელთა ყურადღების მიპყრობას და ამიტომ ჯერ მოკლედ დავწერ და მხოლოდ “ახალი ამბის” სახით გეტყვით, რომ 2022 წლის 6 დან 12 აგვისტოს ჩათვლით საერთაშორისო პრეციზიული სროლის ფედერაციის მიერ (ზუსტი სროლა) დაგეგმილია მსოფლიოს პირველი ჩემპიონატის ჩატარება პრეციზიულ სროლაში.
ეს ღონისძიება გაიმართება საფრანგეთში, ქალაქ ბიჩეში, სამხედრო სასროლეთზე. (Rue de Wissembourg, 57230 Bitche, France).
საქართველოში არის ორგანიზაცია, რომელიც 2005 წლიდან ცდილობს გააძლიეროს სპორტის ეს სახეობა და რომელსაც დღეს, უკვე აქვს მანდატი და უფლებამოსილება ღონისზიებაზე წარადგინოს საქართველოს სახელით სპორტსმენები.
გუნდი ემზადება, რომ დააკომლექტოს საქართველოს ნაკრები „თავისუფალი“, „ლიმიტირებული“ და „ქარხნული“ დივიზიონებში მონაწილეობის მისაღებად. ასევე არის შესაძლებლობა რომ სურვილი, რომ ამ ღონისძიებაში, „სამხედრო/სამართალდამცველების“ დივიზიონში, მონაწილეობა მიიღოს საქართვლოს შეიარაღებული ძალების შესაბამისი ქვედანაყოფების სნაიპერებმა (მინიმუმ 3, მაქსიმუ 4 კაცი).
ამ შესაძლებლობის შესახებ შეთევაზება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორივე ოფისს უკვე გაეგზავნა. საქართველოს პრეზიციული სროლის ფედერაციას არაფერი თავდაცვის სამინისტროსგან არ ჭირდება.
რა თქმა უნდა, უარს ნამდვილად არავინ იტყვის თუ შეჯიბრის მომზადებისთვის სასროლთზე დაუშვებენ ბიჭებს, უბრალოდ, გვინდა რომ აგვისტოში, სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის ცივილური, ახალი და ნათელი მაგალითის შესახებ დავწერო, როგორც ამას მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ლამის ყველა ქვეყნის გუნდი გააკეთებს.
ინფორმაციისთვის, იმ ქვეყანაში სადაც სპორტიცა და პოლიტიკაც კარგა გვარიანად არის შეზელილი, სნაიპერული შაშხანებიდან ზუსტ სროლას სამტრედიაში დაბადებული და გაზრდილი, დღეს უკვე რუს ოლიგარქად დაბრენდილი სერგეი მაზურკევიჩი, სახელმწიფო ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობით ავითარებს.
Oto Kishinski
George Jr Tserodze
Giorgi Kokaia
PRF Georgia – საქართველოს პრეციზიული სროლის ფედერაცია”-წრრს გიორგი მოლოდინი.










