აღდგომის ბრწყინვალე
დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალაქ ქუთაისის მერიის გადაწყვეტილებით, კვირასა და ორშაბათს, მუნიციპალური ავტობუსები უფასოდ მოემსახურება მგზავრებს
საქალაქო ტრანსპორტი
8:00 სათიდან 22:00 საათამდე იმუშავებს, როგორც 24 აპრილს, აღდგომის დღესასწაულზე, ისე
25 აპრილს, მიცვალებულთა მოხსენიების დღეს.

აქვე მოგაწვდით ინფორმაციას, თუ
რომელი სვლაგეზი
რომელი სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიას გაივლის:

ხაზი N 1, (წრიული) როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა,
გაივლის ძელქვიანის სასაფლაოსთან (“გორგიას” მიმდებარე ტერიტორია);

ხაზი N 4 – ოღასკურისა და ავტოქარხნის სასაფლაოებს;

ხაზი N5 – ჭომის სასაფლაოს;

ხაზი N 10 – ავანგარდის სასაფლაოს;

ხაზი N 19 – საფიჩხიის, ნიკეასა და ძელქვიანის სასაფლაოებს;

ხაზი N 25 – ავტოქარხნის მარჯვენა დასახლების სასაფლაოს;

ხაზი N 31 – ნიკეას, ოღასკურისა და ძელქვიანის სასაფლაოებს.

ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ !!!