ლუგანსკის რეგიონის გუბერნატორი სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი ჰაიდაი აცხადებს, რომ ლუგანსკის 80%-ს რუსეთი აკონტროლებს, – ამის შესახებ Al Jazeera გუბერნატორის ტელეგრამზე დაყრდნობით წერს.
„მას შემდეგ, რაც ჩვენი ჯარები კრემენაიადან გავიდნენ, ოკუპირებული ტერიტორიების წილი 80 პროცენტია“, – აცხადებს სერგეი ჰაიდაი.
24 თებერვლამდე, ვიდრე რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა, უკრაინის მთავრობა ლუგანსკის ოლქის 60% აკონტროლებდა.










