დღეს, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის შემდეგ, ექიმებმა პრეზიდენტის ბიბლიოთეკაში ბრიფინგი გამართეს, სადაც მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ ისაუბრეს და აღნიშნეს რომ მდგომარეობა საგანგაშოა.
ბრიფინგის დასრულების შემდეგ ექიმებმა და მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს და მცირე ხნით საავტომობილო გზა გადაკეტეს.
აქციის მონაწილეები პრეზიდენტის ადეკვატურ მკურნალობას და მოს დასავლეთის კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.










