LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი გახდა

დაპოსტა 2019/10/31-ში
A A
649
ნახვა
გაზიარება

ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი გახდა – ამის შესახებ თავის ფეისბუკ გვერდზე თეოლოგიის მაგისტრმა ისტორიის დოქტორანტმა ლაშა დეისაძე-შარვაშიძემ დაწერა

“საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის 2019 წლის 31 ოქტომბრის სხდომის განჩინებით, ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად დადგენილია მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი).

თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, ქუთათელ-გაენათელო მიტროპოლიტო იოანე!

გულითადად გილოცავთ ქუთაის-გაენათის უძველეს, ისტორიულ კათედრაზე დადგინებას! აქსიოს!
გვეიმედება თქვენი მრავალწლოვანი სასულიერო და საგანმანათლებლო-აკადემიური მოღვაწეობა, რომელსაც ამიერიდან განაგრძობთ, როგორც ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი.
თქვენ დადგინდით იმ კათედრაზე, რომლის დაარსების ზუსტი თარიღი დღემდე უცნობია, ხოლო მისი არსებობის შესახებ ცნობები მოგვეპოვება უკვე მერვე საუკუნიდან!
თქვენ დადგინდით კათედრაზე, რომელსაც უპირატესი ადგილი ეჭირა დასავლეთ საქართველოს საკათოლიკოსოს დიპტიქში!
თქვენ აბრძანდით იმ კათედრაზე, რომელიც საქართველოს მეფეთა მაკურთხეველია (გაერთიანებული საქართველოს სიმბოლოს – ბაგრატის კათედრალის სახით) და ძვალთშესალაგიც (გელათის სამეფო მონასტრის სახით)!
თქვენ დადგენილი ხართ იმ კათედრაზე, რომლის მღვდელმთავარმა, ქუთათელმა მთავარეპისკოპოსმა ანტონ საღირისძემ, მეფედ კურთხევის ჟამს, მეფე თამარს სამეფო გვირგვინი დაადგა!
თქვენ აბრძანდით იმ კათედრაზე, სადაც აღმობრწყინდა “სხუა ათინა და მეორე იერუსალიმი” – გელათის აკადემია!
თქვენ დადგინდით იმ საყდარზე, სადაც მწყემსმთავრობდნენ რუსთაგან მოკლული ქუთათელი მიტროპოლიტი წმიდა დოსითეოსი (წერეთელი) და გადასახლებაში სულამოხდილი გაენათელი მიტროპოლიტი წმიდა ეფთვიმე (შარვაშიძე) – დამოუკიდებლობაწართმეული მეცხრამეტე საუკუნის საქართველოს ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობის ფუძემდებელნი და სინდის-ნამუსნი!
თქვენ დადგენილი ხართ კათედრაზე, სადაც მწყემსმთავრობდა ავტოკეფალიაშეჩერებული მეცხრამეტე საუკუნის საქართველოს ეკლესიის უგვირგვინო მამამთავარი, იმერეთის ეპისკოპოსი წმიდა გაბრიელი (ქიქოძე)!
თქვენ აბრძანდით იმ კათედრაზე, რომლის მღვდელმთავარმა, იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი), პირველმა მოაწერა ხელი 1917 წლის 12 მარტის საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აქტს!
თქვენ დადგინდით იმ საყდარზე, სადაც მწყემსმთავრობდნენ მეოცე საუკუნის ღვაწლმოსილი მღვდელმთავრები: საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის ერთ-ერთი მთავარი მოთავე და აღდგენის აქტის ავტორი, მიტროპოლიტი ანტონი (გიორგაძე); ბოლშევიკთაგან დახვრეტილი წმიდა მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა); მიტროპოლიტი სვიმეონი (ჭელიძე); ბოლშევიკთაგან გადასახლებული და დღემდე საფლავდაკარგული მიტროპოლიტი ვარლაამი (მახარაძე); მიტროპოლიტი (შემდგომში კათოლიკოს-პატრიარქი) ეფრემი (სიდამონიძე); მიტროპოლიტი გაბრიელი (ჩაჩანიძე); მიტროპოლიტი ნაომი (შავიანიძე)…
თქვენ დადგენილი ხართ იმ კათედრაზე, სადაც მწყემსმთავრობდა თქვენი წინამორბედი მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი კალისტრატე (მარგალიტაშვილი), რომელმაც უმდიდრესი მემკვიდრეობა აღუდგინა, შეუქმნა და დაუტოვა ქუთაის-გაენათის ეპარქიასა და სრულიად საქართველოს!

თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ!

გისურვებთ ღმრთივგაბრძნობილ, სული წმიდის მადლით აღსავსე და მრავალჟამიერ მღვდელმთავრობას ქუთაის-გაენათის უძველეს კათედრაზე, ჩვენი დედაეკლესიისა და სამშობლოს საკეთილდღეოდ!
ისპოლა ეტი დესპოტა!” – წერს თავის ფეისბუკ გვერდზე თეოლოგიის მაგისტრ ისტორიის დოქტორანტ ლაშა დეისაძე-შარვაშიძე.

როგორც ცნობილია სინოდის სხდომაზე ქუთათელ-გაენათის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად ორი კანდიდატი დასახელდა. ესენი არიან მეუფე იოანე და მეუფე მელქისედეკი. ასევე ცნობილი გახდა, რომ სინოდზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აზრი ორად გაიყო. რადგან იოანე გამრეკელი პრორუსული განცხადებებით არის ცნობილი მეუფე მელქისედექი კი ღიად აკრიტიკებს რუსეთს.

თეგები: იოანე გამრეკელისაპატრიარქოსინოდის სხდომაქუთათელ გაენათი
გაზიარება343

დაკავშირებული -პოსტები

104 წლის ასაკში ცნობილი ჭიათურელი მეცნიერი ელენე აბაშიძე გარდაიცვალა

by მეგა TV
ივნისი 28, 2026
0
ვინ არის ჭიათურელი ქალბატონი რომელიც „მსოფლიოს ასი ყველაზე საინტერესო ადამიანის“ სიაშია შეყვანილი
მთავარი

104 წლის ასაკში ცნობილი ჭიათურელი მეცნიერი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი ელენე აბაშიძე გარდაიცვალა. ელენე აბაშიძე 1922 წელს ჭიათურაში დაიბადა. ელენე აბაშიძე არის 540 სამეცნიერო ნაშრომისა და 13 200 ექსპერიმენტის ავტორი. მან...

დაწვრილებითDetails

ზესტაფონში პოლიციელებს თავს დაესხნენ

by მეგა TV
ივნისი 28, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით იმერეთში ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 26 ივნისს, ზესტაფონში, სამართალდამცველებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ასევე მათ...

დაწვრილებითDetails

ცეცხლმოკიდებული სამარშრუტო ტაქსი ბენზინგასამართ სადგურზე შევარდა

by მეგა TV
ივნისი 27, 2026
0
ცეცხლმოკიდებული სამარშრუტო ტაქსი ბენზინგასამართ სადგურზე შევარდა
მთავარი

ამ წუთებში, თბილისში, ერისთავის ქუჩაზე ცეცხლმოკიდებული სამარშრუტო ტაქსი ბენზინგასამართ სადგურზე შევარდა - ინფორმაციას და ფოტოს გამოცემა “გურია ნიუსი” ავრცელებს. ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული.  ჯერ-ჯერობით უცნობია შემთხვევის მიზეზი. წინასწარი ინფორმაციით,...

დაწვრილებითDetails

„სიტყვები უძლურია იმ ტკივილის გადმოსაცემად…” -16 წლის მოზარდი გარდაიცვალა

by მეგა TV
ივნისი 27, 2026
0
„სიტყვები უძლურია იმ ტკივილის გადმოსაცემად…” -16 წლის მოზარდი გარდაიცვალა
მთავარი

სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. გორში 16 წლის ვიკა არუთინიანი გარდიაცვალა. როგორც გარდაცვლილი გოგონას ახლობლები ამბობენ, მოზარდს დენმა დაარტყა. „დღეს კიდევ ერთი უმძიმესი ამბავი გავიგეთ, კარგი სიახლე ხომ ძალიან იშვიათი გახდა....

დაწვრილებითDetails

„გოგო ლამის სისხლისგან დაიცალა…სად გაიქეცი, როგორ არ მობრუნდი“ -ძაღლმა ქალი დაკბინა

by მეგა TV
ივნისი 27, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ვარკეთილში პიტბულმა ქალი დაკბინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია 26 ივნისს, სოციალურ ქსელში მოქალაქე მაკა ქობალიამ გაავრცელა: „ვარკეთილის მეოთხე მიკროში, 414-ის ეზოში, პიტბულის პატრონო, ილოცე, რომ ჩემი მეგობარი კარგად იყოს და მშვიდობით...

დაწვრილებითDetails

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
ივნისი 27, 2026
0
თოვლი, ძლიერი ქარი, შტორმი- სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ
ამინდი

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 26 ივნისიდან 28 ივნისის დილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე და აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება გარემოს ეროვნული სააგენტოს...

დაწვრილებითDetails

სენკში სტიქიას ებრძვიან

by მეგა TV
ივნისი 27, 2026
0
სენკში სტიქიას ებრძვიან
მთავარი

სენკში სტიქიას ებრძვიან. ძლიერმა წვიმამ ქალაქში მძიმე პრობლემები შექმნა, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, დაიტბორა საცხოვრებელი სახლებიც. სენაკის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, სტიქიის  ზონაში პირველივე წუთებიდან მუშაობენ შესაბამისი სამსახურები. მათივე ცნობით,...

დაწვრილებითDetails

ანსამბლი „ორერა“ სამძიმრის წერილს აქვეყნებს

by მეგა TV
ივნისი 27, 2026
0
ანსამბლი „ორერა“ სამძიმრის წერილს აქვეყნებს
მთავარი

89 წლის ასაკში გარდაიცვალა ანსამბლ „ორერას“ სოლისტი და ხელმძღვანელი გენო ნადირაშვილი. ანსამბლი „ორერა“ სამძიმრის წერილს აქვეყნებს. „ლეგენდარული გენო ნადირაშვილიც წავიდა პაწაწინა საქართველოდან დიად ზეციერ საქართველოში ტკივილია მისი წასვლა, მაგრამკვე იყო...

დაწვრილებითDetails

ქვეითს მანქანა დაეჯახა

by მეგა TV
ივნისი 27, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 70 წლამდე ასაკის ქალი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ ჩალაუბანთან მოხდა. სამარშრუტო ტაქსიდან გადასული ქალი ცენტრალურ მაგისტრალს კვეთდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად, ქვეითი ადგილზე...

დაწვრილებითDetails

საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 27, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით სხვადასხვა დროს ქუვეითის ორი და ირანის ერთი მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"