ჭიათურის მუნიციპალიტეტი სოფელ ითხვისი ნელ ნელა მიწაში იმარხება. სახლების ნაწილი მიწასთანაა გასწორებული, რამოდენიმე სახლი კი მიწისქვეშაა ჩატანილი. ადგილობრივები მომხდარს , სოფელში ,,ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ მიმდინარე მანგანუმის მოპოვებით სამუშაოებს უკავშირებენ. ისინი აცხადებენ, რომ სოფლის სხვადასხვა ტერიტორიაზე მიწის მასების ჩამოშლა ,სწორედ სამუშაოების დაწყებას საეჭვოდ დაემთხვა.
საიას ადვოკატის თქმით ადგილობრივები კომპენსაციის მოლოდინში არიან, იმ შემთხვევაში კი თუ გამოიკვეთება სამართლებრივი დახმარების კონკრეტული საჭიროებები ორგანიზაცია დაზარალებულ მოსახლეობას სამართლებრივად დაეხმარება.
მართალია ახლა ჭიათურის მერიამ ითხვისში მცხოვრები დაზარალებული ოჯახები დროებით ალტერნატიული ფართით უზრუნველყო, მაგრამ თუ ექსპერტიზის დასკვნით მოსახლეობის ეჭვი გამართლდა , გამოდის რომ ჭიათურის მერიას შეეძლო ამ უბედურების თავიდან აცილება, თუმცა შესაბამისი ზომები არ მიუღია.









