#ქუთაისი2022
✅ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე მე-2 სხდომა გაიმართა. სხდომას ესწრებოდა ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მერის მოადგილეები და სამსახურის უფროსები.
✅საკრებულოს წევრებმა, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების მიხედვით, კენჭი უყარეს და თანხმობა მისცეს ქუთაისის მერიას, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორცილებელი პროექტების ფონდიდან ქალაქ ქუთაისში 2021 -2024 წლებში დასაფინანსებელი პროექტების ჩამონათვალს დაამატოს 4 ობიექტი:
✅ირაკლი აბაშიძის გამზირზე ე.წ. „კიკვიძის სკვერის“ რეაბილიტაცია;
✅ჩეჩელაშვილის ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია;
✅გუმათის ადმინისტრაციულ ერთეულში, ავალიანის ქუჩის #14- ში მდებარე შენობის მეორე სართულის და სახურავის რეაბილიტაცია;
✅#4 სამუსიკო სკოლის გათბობის სისტემის მოწყობა და შიდა სივრცის მოწყობა.-წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.










