2019-2020 წლებში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითმა ხარჯებმა სულ შეადგინა 351 ათასი ლარი. მათ შორის,
2019 წელს − 257.3 ათასი ლარი, ხოლო 2020 წელს − 93.7 ათასი ლარი. აქედან, კვებასა და სარესტორნო მომსახურებაზე 2019 წელს დაიხარჯა 117.8 ათასი
ლარი, ხოლო 2020 წელს – 31.3 ათასი ლარი. 2019 წელს ქუთაისის მერიამ სარესტორნო და კვების მომსახურებით − 79-ჯერ,
ხოლო 2020 წელს 54-ჯერ ისარგებლა.
მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში სრულად ან/და რიგ შემთხვევებში საერთოდ არ არის მითითებული ჩასატარებელი ღონისძიებების საჭიროება, სტუმრებისა და მასპინძლების რაოდენობა, ინფორმაცია შეძენილი პროდუქტის შესახებ და სხვა მონაცემები.
მუნიციპალიტეტის მიერ წარმომადგენლობით ღონისძიებებზე გაწეული ხარჯები დოკუმენტურად სათანადოდ არ არის დასაბუთებული. ამასთანავე, არ
არის შემუშავებული შიდა ინსტრუქცია/წესი, რომლის მიხედვითაც თანხები „წარმომადგენლობითი ხარჯების“ მუხლიდან გაიცემა. ანაზღაურება,
ძირითადად, ხდება მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტების ან/და სასაქონლო ზედნადებების წარმოდგენის საფუძველზე .