ქუთაისში მგზავრები ხშირად გამოთქვამენ უკმაყოფილებას ავტობუსების დაგვიანებისა ან არასამკმარისი ინტენსივობით მოძრაობის გამო პრობლემა განსაკუთებით მწვავედ არასახარბიელო ამინდში იჩენს თავს , როდესაც გაჩერებას თავშეფარებული მგზავრები ხშირად ნახევარი საათის განმავლობაში ელოდებიან მათთვის სასურველი სატრანსპორტო საშუალების მისვლას
ქუთაისის მერია დამატებით 10 ავტობუსის შეძენას გეგმავს, თუმცა ეს რამდენად აღმოფხვრის პრობელმას რთული სათქმელია
მოქალაქეთა ნაწილი გამოსავალს ტაბლოების დროულ დაყენებასა და მოწესრიგებაშიც ხედავს, რაც თვალსაჩინოს გახდის ესა თუ ის ნომერი ავტობისი, როდის მივა სასურველ გაჩერებაზე და ამისათვის რამდენი დრო დაჭირდება









