ევროკავშირის წევრობის კითხვარს საქართველოს, დაჩქარებული წესით დღეს, 11 აპრილს გადმოსცემენ. ინფორმაციას ევროკომისარი, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეი ავრცელებს.
მისი თქმით, პასუხები დაეხმარება ევროკომისიას, რათა მოამზადოს პოზიცია ქვეყნის განაცხადზე, როგორც ამას ევროკავშირის საბჭო ითხოვს.
President @vonderleyen handed over the questionnaire to #Ukraine yesterday and I will hand the questionnaire over to #Georgia & #Moldova on Monday. The answers will help @EU_Commission to prepare opinions on #EU applications of the three countries, as asked by #EUCO. pic.twitter.com/4fHwWcEIs5
— Oliver Varhelyi (@OliverVarhelyi) April 9, 2022
ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ მაშინ როცა ქვეყანაში არ არსებობს დამოუკიდებელი ინსტიტუტები,სამართლიანი სასამართლოს პირობები და დემოკრატია რთული წარმოსადგენია საქართველო, ევროკავშირის წევრი გახდეს. მმართველი პარტიის ოპონენტების თქმით, ჩვენი ქვეყნის ევროპაში ინტეგრაციისთვის, ევროკავშირი უფრო მეტს აკეთებს ვიდრე საქართველოს ხელისუფლება.










