ევროპარლამენტის დელეგაცია თბილისში იმყოფება. თავდაცვისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტის წევრები ნაწილი საქართველოში გვიან ღამით ჩამოფრინდა. ოფიციალურ შეხვედრებს ისინი დილიდან იწყებენ. მთავარი განსახილველი თემა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული აგრესიული ომის კონტექსტში საქართველოს უსაფრთხოებაა.
ოფიციალური შეხვედრები სამი დღის განმავლობაში გაიმართება. ევროპელი სტუმრები აპირებენ მოინახულონ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფისები მცხეთაში, გორსა და ზუგდიდში და დააკვირდნენ მისიის მუშაობას გამყოფი ხაზის გასწვრივ.










