როგორც , World Military -ანალიტიკა აღწერს, დილით Maxar-მა გამოაქვეყნა 8 აპრილით დათარიღებული სატელიტური ფოტოები, სადაც ასახულია 13 კმ-იანი რუსული სამხედრო კოლონა, რომელიც ბელგოროდიდან ხარკოვის ოლქის ველიკიე-ბურლიკის რაიონის გავლით ქალაქ იზიუმის მიმართულებით გადაადგილდებოდა, რომელიშიც განთავსებული იყო ათობით სამხედრო ტექნიკა, მათ შორის ქსმ-ები, ბუქსირებადი და თსდ არტილერია, ლოჯისტიკური უზრუნველყოფის მანქანები და სატვირთოები.
თუუმცა, ქალაქ იზიუმთან მოახლოვების თანავე, კოლონა აღმოაჩინა უკრაინულმა დაზვერვამ, ხოლო მას შემდეგ, რაც ისინი უკრაინული არტილერიის ეფექტური ცეცხლის მანძილზე შევიდნენ, არტილერიის მიერ კოლონის მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურებულ იქნა.
როგორც ხარკოვის ოლქის გუბერნატორი ოლექს სინეგუბოვი აცხადებს, იზიუმისკენ მიმავალი უზარმაზარი რუსული კოლონა განადგურდა, ტექნიკის უმრავლესობა დაიწვა და მწყობრიდან გამოვინდა, ხოლო ცოცხალი ძალის მნიშვნელოვანი რაოდნეობამ სამუდამო განსასვენებელი ჰპოვა უკრაინის მიწაზე.










