“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი, ხოსეპ გვარდიოლა ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში მუშაობას ჯერ არ აპირებს. გვარდიოლა “ქალაქელებთან” 2023 წლის ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტის ბოლომდე ამოწურვას გეგმავს. TNT Sports Brazil-ი აქამდე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და წერს, რომ ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაცია (CBF) 51 წლის ესპანელ სპეციალისტს არ დაკავშირებია. მოგეხსენებათ, გვარდიოლა “სიტის” სათავეში 2016 წლის ივლისიდან უდგას.
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
19 ივნისს ქუთაისში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ, დღისით +29 და ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღეა მოსალოდნელი ოზურგეთში. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მცირე ნალექია...










