,,მარიუპოლთან ოკუპანტებმა ჟურნალისტი ევგენი ბალი აწამეს. 78 წლის მამაკაცი სასტიკად სცემეს. წამების შედეგად, ის გარდაიცვალა.
ამის შესახებ, უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნული კავშირი იუწყება.
“დაკავების მიზეზი, სავარაუდოდ, უკრაინელ სამხედროებთან ერთად [გადაღებული] “მაკომპრომეტირებელი” ფოტოები იყო.
დამპყრობლებმა სახლი თავდაყირა დააყენეს, თავად მფლობელი კი, სარდაფში გადაიყვანეს. სამი დღის შემდეგ, სასტიკად ნაცემი გაათავისუფლეს.” განაცხადა ლინა კუშმა, უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნული კავშირის პირველმა მდივანმა.
“2 აპრილს ის გარდაიცვალა. მისი სიკვდილი რუსი ოკუპანტების მიერ ვეტერანი ჟურნალისტის წამების შედეგი იყო”.










