გარდაიცვალა მუსიკოსი ალეკო კვაშალი, ნუზარ კვაშალის უმცროსი ძმა. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა ბავშვობის მეგობარმა დათო ევგენიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
როგორც დათო ჩვენთან საუბარში ამბობს, 61 წლის ალეკოს გარდაცვალების მიზეზი თრომბია.
დათო ევგენიძე: გერმანიაში გაიკეთა ოპერაცია, რომელმაც კარგად ჩაიარა, თუმცა თრომბი მოწყდა და დღეს გარდაიცვალა… ჩვენ ბავშვობის მეგობრები ვიყავით…










