ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და სემეკს შორის ურთიერთთანამშრომლობითი მემორანდუმი გაფორმდა. ხელის მოწერის ცერემონიის შემდეგ დავით ნარმანიამ, სტუდენტებთან შეხვედრა გამართა თემაზე „მარეგულირებელი კომისიის როლი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების განვითარებაში და თანამშრომლობა უნივერსიტეტებთან“. ვიზიტის ფარგლებში KIU-ს მენეჯმენტის გუნდთან ერთად სტუმრები გაეცნენ საუნივერსიტეტო ქალაქს, დაათვალიერეს თანამედროვე და უახლესი ლაბორატორიები, საერთო სამუშაო სივრცეები, აკადემიური კორპუსი და სტუდენტური საცხოვრებლები.
ბაღდათში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ბაღდათში ყველის არალეგალურ საწარმოს საქმიანობა შეუჩერეს. სააგენტოს ცნობით, ინდივიდუალური მეწარმე ა. მ. (მის: ბაღდათის რაიონი, სოფელი როხი) სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის...









