ბუჩა – ქალაქი, რომელიც რუსულმა საოკუპაციო ძალებმა გაანადგურეს და სადაც რუსული ჯარის შეტევებს ბოლო მონაცემებით, 410 ადამიანი ემსხვერპლა.
სოციალურ ქსელში უამრავი ფოტო გავრცელდა, რომელიც ზუსტად გადმოსცემს ოკუპანტების სისასტიკეს. ერთ-ერთი ასეთი კადრია, ხელის ფოტო, რომელსაც ფრჩხილზე წითელი მანიკიური აქვს გაკეთებული. ის ირინაა. ჯერ კიდევ 23 თებერვალს ის ვიზაჟისტის, ანასტასიას კლიენტი იყო, რომელმაც იგი მანიკიურით ამოიცნო.
„მას სიცოცხლე უყვარდა და უხაროდა. როცა ხელის ფოტო ვნახე, რაღაც ძალიან მეტკინა შიგნით, თითქოს გულმა მიგრძნო და თურმე არც ტყუილად, ის ჩვენი ლამაზი ირინა იყო. მან საკუთარი კოსმეტიკური ქსელი შექმნა, რომელსაც ჩვენი სალონი ყიდულობდა და ის უზომოდ ბედნიერი იყო, თავისი მიღწევებით”…











