კადრში თქვენ ხედავთ რიონის პირა სახლებს, რომელთა უმრავლესობა დანგრევის პირასაა, არადა 2018 წელს ამ ადგილას „საუკუნის პროექტის „ განხორციელება იგეგმებოდა. მაშინდელი მერის, გიორგი ჭიღვარიას დანაპირები, რომ 2020 წელს ადგილობრივები განახლებულ რიონის პირა სახლებში იცოხვრებდნენ, სიცრუე აღმოჩნდა. დღეს ამ ადგილას ანტისანიტარია, კანალიზაციის სუნი და ნახევრად ჩამოშლილი სახლებია.
მაშინ, როცა ქუთაისის მერი აყვავებულ ქალაქზე საუბრობს, მოქალაქეებს სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში უწევთ ცხოვრება. გუშინ ერთ-ერთ რიონის პირას სახლში აივანი ჩამოიშალა. როგროც ადგილობრივები ამბობენ, საბედნიეროდ შემთხვევა მსხვერპლის გარეშე დასრულდა, თუმცა სახლის ჩამოშლის საფრთხე კვლავ არსებობს.
მართალია იოსებ ხახალეიშვილის წინასაარჩევნო დაპირებების ნუსხაში რიონის პირა სახლების რეაბილიტაციაც შედიოდა, თუმცა დღეს ქუთაისის მერია პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ იღებს. მერიის პრესსამსახურმა პასუხების მისაღებად მუნიციპალური განვითარების ფონდთან გადაგვამისამართა.
მეგა ტვ მუნიციპალური განვითარების ფონდსაც დაუკავშირდა, მათი განმარტებით რიონის პირა სახლების რეაბილიტაციიასთან დაკავშირებით სიალხე არაფერია, ჯერ ჯერობით არც ტენდერი გამოცხადებულა. მათ ასევე დაგვიდასტურეს, რომ პროექტის განხორციელებაში, როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდი, ასევე ქუთაისის მერიაც ჩართულია.
ფაქტია, რომ რიონის პირა სახლები დღითიდღე უფრო საფრთხის შემცველი ხდება. ამ ეტაპზე კი ამ ტერიტორიის რეაბილიტაცია საერთოდ არ განიხილება. სახლები, რომლებიც საუკუნეზე მეტს ითვლია დღეს დანგრევისთვისაა განწირული.









