LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ოკუპანტები ტრაბახობენ ასეთი „გმირობებით“-რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის პროკურატურა

ოკუპანტები ტრაბახობენ ასეთი „გმირობებით“-რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის პროკურატურა

დაპოსტა 2022/03/26-ში
A A
1.1k
ნახვა
გაზიარება

 

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშჩენკო აცხადებს, რომ დროებით ოკუპირებულ დასახლებებში ათეულობით თუ არა ასობით გაუპატიურების შემთხვევა მოხდა და რიგ შემთხვევებში ეს უკრაინის სპეცსამსახურების მიერ მოსმენილი დამპყრობლების საუბრებით დასტურდება.

„ერთ-ერთ საუბარში ოკუპანტი აღიარებს, რომ მან გააუპატიურა უკრაინელი ქალი. რატომ არ გვაქვს წერილობით დადასტურებული ფაქტები? იმიტომ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისინი, პირველ რიგში, მობილურ კავშირს თიშავენ და ხალხი დარეკვას ვერ ახერხებს. მეორეც, ადამიანები ძალიან შეშინებულები არიან. რეალურად, ისინი ოკუპანტების სრულ განკარგულებაში არიან, ოკუპანტები კი, თუ ამას საჭიროდ ჩათვლიან, უბრალოდ ესვრიან მშვიდობიან მოქალაქეებს” – განაცხადა გერაშჩენკომ რადიო „თავისუფლების” ეთერში.

„ჩვენი სპეცსამსახურის მუშაკების მიერ მოსმენილ საუბრებში ოკუპანტები ტრაბახობენ ასეთი „გმირობებით“. ისინი დაუსჯელად გრძნობენ თავს, მაგრამ ეს დიდხანს არ გრძელდება”, – განაცხადა ამ კვირაში უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კატერინა პავლიჩენკომ.

რუსი ოკუპანტების მიერ ჩადენილი ამ ამაზრზენი დანაშაულების მასშტაბები იმდენად დიდია, რომ მათ მიერ გაუპატიურებული, ამჟამად პოლონეთში ლტოლვილებად მყოფი უკრაინელი ქალებისთვის ორსულობის შეწყვეტის უფლება მიცემისთვის პოლონელი დეპუტატები უკრაინიდან ლტოლვილთა დახმარების შესახებ სპეციალურ კანონში ცვლილებების შეტანას ითხოვენ.

პოლონელი მემარცხენე დეპუტატების მიერ წარდგენილი ცვლილების პროექტით, პროკურატურას დანაშაულთან დაკავშირებით აბორტზე თანხმობის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად 7 დღე ექნება.

დეპუტატმა ანიტა აგნეშკა კუხარსკა-ძეჯიჩმა გუშინ, პარასკევს, სეიმში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინის პროკურატურამ უკვე დაიწყო დევნა „ომის ერთ-ერთი ყველაზე საზიზღარი დანაშაულის, გაუპატიურების” ბრალდებით. ამ დანაშაულის მსხვერპლნი, რუსი ჯარისკაცებისგან ძალადობაგანცდილი ქალები, პოლონეთშიც ხვდებიან, ისინი ჩამოდიან ჩვენთან როგორც სამხედრო ლტოვლილები”.

„იყო გაუპატიურება, რომელსაც, შესაძლოა, ორსულობა მოჰყვა. მათ რომ არ დასჭირვებოდათ უკრაინიდან გაქცევა, უკრაინული საავადმყოფოები რომ არ დაებომბათ, უკრაინაში იპოვნიდნენ დახმარებას. სამწუხაროდ, უკრაინული საავადმყოფოები იბომბება და უკრაინელი ქალები მოდიან ჩვენთან, პოლონეთში. ჩვენ გვინდა მათთვის ასეთ მძიმე, დამამცირებელ და ტრაგიკულ ვითარებაში, მათ რეალური დახმარება გავუწიოთ”, – აღნიშნა მემარცხენეების მიერ სპეციალურ კანონში შესწორების პროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა.

ყველა გაუპატიურებული უკრაინელი ქალი, რომელიც პოლონეთში მოხვდა, არის როგორც ომის დანაშაულების, ასევე გაუპატიურების მსხვერპლი. გაუპატიურებული ქალი ყოველდღიურად განიცდის ტრამვულ სტრესს, ტკივილებს, რომელიც თანდათანობით ძლიერდება,  პოლონეთის პროკურატურას კი კანონით არ აქვს განსაზღვრული ორსულობის შეწყვეტის შესახებ ადმინისტრაციული გადაწყვეტილების მისაღები დრო. ჩვენ ვთვლით, რომ პროკურორისთვის შვიდი დღე საკმარისია გაუპატიურების გამო ორსულობის შეწყვეტის შესახებ ადმინისტრაციული გადაწყვეტილების მისაღებად, – დასძინა კუხარსკა-ძეჯიჩმა.

მემარცხენე დეპუტატებმა ასევე მოითხოვეს ჯანდაცვის მინისტრისგან უზრუნველყოს, რომ ყველა პოლონელ ან უკრაინელ ქალს, რომელიც გააუპატიურეს და დაორსულდა, შეეძლოს ორსულობის შეწყვეტა ნებისმიერ საჯარო საავადმყოფოში. მათი თქმით, გაუპატიურებულ ქალებს არ უნდა სჭირდებოდეთ ჟეშოვიდან შჩეცინამდე, ლუბლინიდან ზიელონა გორამდე გამგზავრება და უნდა შეეძლოთ ორსულობის შეწყვეტა საცხოვრებელთან რაც შეიძლება ახლოს.

თეგები: გაუპატიურებაომიპოლონეთიუკრაინა
გაზიარება427

დაკავშირებული -პოსტები

რუსული პროპაგანდისტული მედია თორნიკე რაზმაძეზე წერს

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
შსს-მ სიმონიანის გინების გამო თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ საქმის წარმოება დაიწყო
მთავარი

ბლოგერ თორნიკე რაზმაძის მიმართ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შექმნილი სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას რუსული გამოცემა "კომერსანტი" ეხმიანება. როგორც გამოცემა წერს, გამოძიება დაიწყო საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ, რომელმაც  მარგარიტა სიმონიანს აგინა. "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის...

დაწვრილებითDetails

2026 წლის 6 თვეში შობადობა შემცირდა

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
თბილისში გამთენიისას ჩვილი გარდაიცვალა
მთავარი

საქართველოში 2026 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 17 509 ბავშვი შეადგინა. ეს კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებული მაჩვენებელია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში ცოცხლად...

დაწვრილებითDetails

11 სექტემბრის ტრაგედიიდან 25 წელი გავიდა

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
11 სექტემბრის ტერაქტიდან 23 წელი გავიდა. 
მთავარი

11 სექტემბრის ტრაგედიიდან 25 წელი გავიდა. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემის ნიშნად ნიუ-იორკში დრონების განათებით მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ტყუპი ცათამბჯენები გამოსახეს. მოგვიანებით, დაღუპულთა ოჯახის წევრები...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ნარკოტიკი – დაკავებულია ერთი პირი

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის ტარებისთვის ქუთაისში ერთი პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, ასევე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების...

დაწვრილებითDetails

საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს დაჰპირდა, რომ ბათუმში ბინის შეძენაში დაეხმარებოდა – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
მასშტაბური თაღლითობა თბილისში – სამშენებლო კომპანიის დირექტორი და მოადგილე მოქალაქეებზე ყიდდნენ იმ ბინებს, რომლებიც სხვა პირებზე იყო იპოთეკით დატვირთული
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დიდი ოდენობით...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულები თბილისში...

დაწვრილებითDetails

“იმ დროს, როცა ჩემს 17 წლის მამიდაშვილს კლავდნენ, შსს-ს რომელიღაც განყოფილებაში თორნიკე რაზმაძის კომენტარებს სქრინავდნენ და მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო სასამართლოში დასაბარებელ წერილს ამზადებდნენ”

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
თბილისში მოკლული არასრულწლოვანი დათო ნა­რი­მა­ნი­ძეა
მთავარი

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლის­ში, ლოტ­კი­ნის და­სახ­ლე­ბა­ში მომ­ხდა­რი სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბა გახ­სნი­ლია - სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი და არ­კვე­ვენ, უწყე­ბის ცნო­ბით­ვე, და­კა­ვე­ბულ­მა არას­რულ­წლო­ვანს ცივი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. მოკ­ლუ­ლია 17...

დაწვრილებითDetails

კომერციული მოსყიდვის ბრალდებით თელავის მერიის თანამშრომელი და სეს-ის ზოოვეტერინარი, ყალბი რეცეპტის გაცემის ბრალდებით კი ექიმი დააკავეს 

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
ქალზე ძალადობისა და მუქარის ბრალდებით სამართალდამცავი დააკავეს
მთავარი

კომერციული მოსყიდვის ბრალდებით თელავის მერიის თანამშრომელი და სეს-ის ზოოვეტერინარი, ყალბი რეცეპტის გაცემის ბრალდებით კი ექიმი დააკავეს  - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს და წერს: "...პირველი სისხლის სამართლის საქმის გამოძიებით...

დაწვრილებითDetails

ჩემი ცხოვრება დასრულდა, მაგრამ ყველას დაგასრულებთ – 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა, ეკა მხატვრიშვილი

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
ჩემი ცხოვრება დასრულდა, მაგრამ ყველას დაგასრულებთ – 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა, ეკა მხატვრიშვილი
მთავარი

"ჩემი ცხოვრება დასრულდა, მაგრამ ყველას დაგასრულებთ", - ამის შესახებ მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა ეკა მხატვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ეკა მხატვრიშვილი პედაგოგია, ის გლდანში, "ბრიტანულ აკადემიაში" პედაგოგად მუშაობს. სამძიმრის...

დაწვრილებითDetails

დღეს იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეა

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
იოანე ნათლისმცემლის თავის ქალას უცნობი ისტორია, რომელიც მორწმუნეებმა უნდა იცოდნენ
მთავარი

მართლმადიდებელი ეკლესია 11 სექტემბერს იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს აღნიშნავს.   მათესა და მარკოზის სახარებების მიხედვით, იოანე ნათლისმცემელი იესო ქრისტეს უახლოესი წინამორბედი იყო, რომელმაც მესიის მოსვლა იწინასწარმეტყველა. ნათლისმცემელი უდაბნოში ცხოვრობდა,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"