საზარელი მკვლელობა ფოთში – 30 წლის კახცმა, მისივე მეზობელი მოკლა. გამოძიების ინფორმაციიt, დაკავებულმა ნაცნობს მისივე საცხოვრებელ სახლში, თავის არეში ურო ჩაარტყა. დაშევებული მიყენებული დაზიანების შედეგად მალევე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირი მომხდარიდან რამდენიმე წუთში, ფოთში დააკავეს. პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.