კიევთან, რუსმა ოკუპანტმა საკუთარი მეთაური, პოლკოვნიკი იური მედვედევი სამხედრო პირების გარდაცვალებაში დაადანაშაულა და მას ტანკით გადაუარა – ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ჟურნალისტის რომან ციმბალიუკის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ჟურნალისტი საკუთარ Facebook გვერდზე წერს, ინციდენტი კიევის ოლქის მაკაროვის რაიონში მოხდა. მისივე განცხადებით, 37-ე ბრიგადაში 1 500 სამხედრო მოსამსახურისგან ნახევარი გარდაიცვალა და ჭრილობები მიიღო.
“სამხედრო პირმა ბრძოლის დროს სწორი დრო აარჩია, საკუთარ მეთაურს ტანკით გადაურა და ორივე ფეხი დაუზიანა,” – წერს ციმბალიუკი.
ამჟამად, პოლკოვნოკი მედვედევი ბელარუსის საავადმყოფოში იმყოფება. ის “გამბედაოების ორდენით” დააჯილდოვეს.










