საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანის “რუბინი” დატოვა. ფეხბურთელი რუსულ კლუბში სანაკრებო პაუზის შემდეგ აღარ დაბრუნდება. შეგახსენებთ, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო ფიფამ რუსეთში მოთამაშე ლეგიონერებს უფლება მისცა, გუნდებთან კონტრაქტი ცალმხრივად გაეყინათ. 21 წლის ქართველი ნახევასრმცველი რუბინში არც ზაფხულში დაბრუნდება.
ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის “რუბინში “2019 წლის ზაფხულიდან თამაშობდა.










