მარიუპოლში დღეს,მტრის თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ამის შესახებ, მარიუპოლის საკრებულომ ტელეგრამის არხზე განაცხადა.
„დღეს არის კარგი ამბავი! 16:45 საათზე, ნეპტუნის აუზის მიდამოში, ჩვენმა დამცველებმა ჩამოაგდეს რუსი დამპყრობლების ერთ-ერთი თვითმფრინავი, რომელიც ბოლო კვირების განმავლობაში ანადგურებდა ჩვენს ქალაქს. ასე იყოს ყოველ მტერთან! ყველასთან, ვინც შელახა ჩვენი თავისუფლება, ჩვენი ქალაქი!” – ნათქვამია შეტყობინებაში.










