ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რას ფიქრობს “რეალთან” მოახლოებულ შეხვედრაზე.
მოგეხსენებათ, ლა ლიგის 29-ე ტურის ეგიდით, “ელ კლასიკო” დღეს გაიმართება და სტარტს თბილისის დროით 23:59 საათზე აიღებს.
“სანტიაგო ბერნაბეუზე” წარმოვადგენ კლუბს, რომელსაც მსოფლიოში საუკეთესოდ მივიჩნევ, რაც ჩემთვის დიდი პატივია”.
“ჩვენი იდეების დემონსტრირების დრო მოვიდა, იმისი, რომ შეგვიძლია კიდევ ერთ დიდ გუნდს გავუწიოთ კონკურენცია”.










