,,… კი, მართლა მარიუპოლის თეატრში ყოფილა ღმერთი, იმ შენობაში, რომლის სარდაფმა ბარბაროსების დაბომბვას გაუძლო. ამ დრომდე გამოჰყავთ ადამიანები…
მათ შორის ჩვენი ნათესავები იყვნენ, 11 წლის შვილიშვილთან ერთად, რომელმაც ასეულობით თანატოლთან ერთად ჯოჯოხეთი ნახა, მაგრამ გაუძლეს და გადარჩა (ვიცი, რომ ყველა ვერ გადარჩა… ?)…
ვთხოვდით, როგორმე გამოსულიყვნენ, მაგრამ ჩვენს კაცებს, ქალაქს, ქვეყანას ვჭირდებითო, გვპასუხობდნენ, ცხელ კერძებს უმზადებდნენ, როგორც შეეძლოთ ზრუნავდნენ… არ მიატოვეს. სრული კოშმარი ხდება, ჰუმანიტარული კრიზისი, მოსახლეობა, მოხუცები, ქალები, ბავშვები დენის, წყლის, სითბოს, საკვების, მედიკამენტების გარეშეა…
გააფთრებული ოკუპანტები ცდულობენ, სრულ ბლოკადაშიჰ ყავდეთ ხალხი, მაგრამ მაინც ჯიუტად ამბობენ, რომ გაუძლებენ, გამარჯვევამდე…
გაოგნებული ვარ. ვერ გატეხეს, ვერ შეაშინეს, უკან ვერ დაახევინეს, ყველა ერთად დგას, კედელივით…
შენობის ორივე მხარე დიდი ასოებით ეწერა “ბავშვები“, მაგრამ სისხლზე დაგეშილ პილოტს ზემძლავრი ჭურვების ჩამოყრა სულაც გასჭირვებია…
მერე რა, დღეს, ამდენი ათასი სამხედროს დახოცვა, გრანდიოზული კონცერტით ვერ აღნიშნეს თუ რა?!.
იმედია, უკრაინა და მთლიანად, სამყარო ამ ბოროტების დაჩოქებას ძალიან მალე იხილავს…” – წერს ჟურნალისტი ლალი პაპასკირი სოციალურ ქსელში.
როგორც კი რუსეთის ჯარი საქართველოს დატოვებს, ყველა წინაღობა მოიხსნება – შალვა პაპუაშვილი
თუკი ვინმეს სურს კულტურულ-საგანმანათლებლო თუ სხვა ურთიერთობის აღდგენა, იციან, სად არის პრობლემის სათავე - როგორც კი რუსეთის ჯარი საქართველოს ტერიტორიას დატოვებს, აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, საქართველო-რუსეთ შორის ურთიერთობის ყველა წინაღობა მოიხსნება,...










