ქართული ოცნების დეპუტატის, გია ვოლსკი პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს კიევში ვიზიტს არ ურჩევს. ამის შესახებ დეპუტატმა პალიტრა ნიუსის ეთერში ისაუბრა.
“პრემიერ-მინისტრმა რომ მკითხოს: შენ რა აზრის ხარო, ასეთ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა, როგორიც საქართველოა, მსოფლიოში არცერთი ქვეყანა არ არის თავისი ოკუპირებული ტერიტორიით, აი, რა გითხრათ, “კალაშნიკოვის” ლულა გვაქვს საფეთქელზე მოდებული, არ ვურჩევდი. როგორ შეიძლება?! კიდე მეტს ვლაპარაკობთ”. – თქვა ვოლსკიმ.
15 მარტს პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის პრემიერმინისტრები კიევში ჩავიდნენ. მათთან ერთად უკრაინის დედაქალაქში პოლონეთის მმართველი პარტიის წევრი, იაროსლავ კაჩინსკიც იმყოფება.
ვიზიტის მიზანი უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა და მათთვის სოლიდარობის ჩვენებაა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მეგობარ ქვეყნებს კიევში ვიზიტისკენ მოუწოდა.