LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ქუთაისში დაცვის თანამშრომელმა მოქალაქე სცემა

შესაძლოა, კიბერშეტევა განხორციელებული იყოს როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე, რომელიმე უცხო ქვეყნიდან – შსს

დაპოსტა 2019/10/29-ში
A A
70
ნახვა
გაზიარება

კიბერშეტევა შესაძლოა, განხორციელებული იყოს როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე, რომელიმე უცხო ქვეყნიდან, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო, გამოძიების ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ინფორმაციის გაცვლა.

“მეგა ტვ” შსს-ს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს სხვადასხვა ქართულ ვებგვერდზე განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით განაგრძობს ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს. მიმდინარეობს ყველა იმ პირის გამოკითხვა, ვინც შესაძლოა, გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდეს, ასევე, ტარდება ტექნიკური მოწყობილობების დათვალიერება.

დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

ამ დროისთვის, უმეტეს ვებგვერდებზე წვდომა აღდგენილია. უახლოეს პერიოდში სხვა ვებგვერდების ფუნქციონირებაც სრულად აღდგება.

შესაძლოა, კიბერშეტევა განხორციელებული იყოს როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე, რომელიმე უცხო ქვეყნიდან.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ინფორმაციის გაცვლა.

ამ ეტაპზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით დგინდება, რომ განხორციელდა კიბერშეტევა, რა დროსაც შეიცვალა ვებსაიტების მთავარი გვერდები – ე.წ. “დიფეისი” (Deface). დაზარალებული კომპანიების უდიდეს ნაწილს ჰოსტინგურ მომსახურებას უწევენ ქართული კერძო კომპანიები. თითოეულ ვებგვერდზე კიბერშეტევის სტილი არის იდენტური.

28 ოქტომბერს, ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიბერშეტევა განხორციელდა ქართული ტელეკომპანიების სერვერებზეც. ამ ეტაპზე, აღნიშნული კომპანიების ვებსერვერებზე მსგავსი ტიპის კიბერშეტევა არ განხორციელებულა, თუმცა ტარდება შესაბამისი ღონისძიებები ზუსტი გამომწვევი მიზეზის დადგენის მიზნით“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სხვადასხვა ქართულ ვებგვერდზე უნებართვო შეღწევისა და მონაცემების უნებართვო შეცვლის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

ქუთაისის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა

თეგები: ვებ-გვერდებიკიბერუსაფრთხოებაკიბერშეტევა
გაზიარება29

დაკავშირებული -პოსტები

სასაზღვრო პოლიციამ 3 პირი საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავა

by მეგა TV
აპრილი 21, 2026
0
სასაზღვრო პოლიციამ 3 პირი საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 3 პირი, 1987 წელს დაბადებული ფ.დ., 1970 წელს დაბადებული...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 56 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
აპრილი 21, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 56 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. "მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად,...

დაწვრილებითDetails

სამეგრელოში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

by მეგა TV
აპრილი 21, 2026
0
“ვიფიქრე სახლი დაინგრა”-გურჯაანში მაღაზიის  აფეთქება სცადეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხობის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით 1977 წელს დაბადებული ზ.ფ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო...

დაწვრილებითDetails

თბილისში მომხდარ ძარცვის ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს

by მეგა TV
აპრილი 21, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძარცვის ფაქტებზე - 2009 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ს. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.ს. თანამზრახველთან ერთად, თბილისში...

დაწვრილებითDetails

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს

by მეგა TV
აპრილი 21, 2026
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია ერთი პირი - ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის...

დაწვრილებითDetails

ბრიფინგი სუს-ში

by მეგა TV
აპრილი 20, 2026
0
სერბეთის მოქალაქეები, რომელთაც კავშირი აქვთ „რევოლუციურ სცენარებთან,“ საქართველოში USAID-ის პროგრამის მოწვევით ჩამოვიდნენ
მთავარი

ბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში

დაწვრილებითDetails

მარნეულში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

by მეგა TV
აპრილი 20, 2026
0
ავარიას  ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 2001 წელს დაბადებული ა.ი. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მარნეულის მუნიციპალიტეტში,...

დაწვრილებითDetails

უკანონო ტყითსარგებლობის 4 ფაქტი გამოავლინდა

by მეგა TV
აპრილი 20, 2026
0
უკანონო ტყითსარგებლობის 4 ფაქტი გამოავლინდა
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედელობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამართალდარღვევები გამოვლენილია თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში. სოფლების სანიორესა და მატანის, ასევე ქალაქ...

დაწვრილებითDetails

1107 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღეს – დაკავებულია 2 პირი

by მეგა TV
აპრილი 20, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი - ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 1986 წელს დაბადებული ი.გ. და 2000 წელს დაბადებული წარსულში...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 18, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობით დიდი ოდენობით თანხის დაუფლების ფაქტზე, სამ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის ერთ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 14 აპრილს,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"