“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობა ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებს და კანდიდატთა სია შეადგინა. “ეშმაკუნების” სამიზნეთა შორის შემდეგი სპეციალისტები არიან:
ტომას ტუხელი (“ჩელსი”), ხულენ ლოპეტეგი (“სევილია”), მაურისიო პოჩეტინო (“პსჟ”), ერიკ ტენ ჰაგი (“აიაქსი”) და ლუის ენრიკე (ესპანეთის ნაკრები). “იუნაიტედმა” გასული წლის ნოემბერში ოლე-გუნარ სოლსკიაერი დაითხოვა. ამჟამად გუნდს რალფ რანგნიკი უდგას სათავეში, რომელსაც კონტრაქტის ვადა ზაფხულში ეწურება.










