LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
უკრაინელმა მეზენიტეებმა  ისრაელ-რუსეთის კიდევ ოთხი „ფორპოსტი“ „დაამიწეს“

უკრაინელმა მეზენიტეებმა ისრაელ-რუსეთის კიდევ ოთხი „ფორპოსტი“ „დაამიწეს“

დაპოსტა 2022/03/16-ში
A A
89
ნახვა
გაზიარება

უკრაინის საჰაერო თავდაცვას შეუწყვეტლივ უწევს მეტ-ნაკლებად შედეგიანი ბრძოლა რუსული თვითმფრინავების, შვეულმფრენების, ფრთოსანი რაკეტებისა თუ დრონების საჰაერო თავდასხმების მოსაგერიებლად და 15 მარტისთვის ფოტოვიდეომასალებით უტყუარად დადასტურებულია რუსული 13 თვითმფრინავის,15 შვეულმფრენისა და 8 დრონის ჩამოგდება-დაზიანება (სავარაუდოდ, რუსული სამხედრო ავიაციის დანაკარგი მეტია, უბრალოდ, ამის ზუსტად დამამტკიცებელი ფოტოვიდეომასალა ჯერჯერობით არ მოიპოვება).

საინტერესოა, რომ ჩამოგდებული რუსული დრონებიდან ერთ-ერთის ფრაგმენტზე ძალიან კარგად იკითხებოდა

Israel Aerospace Industries Tamam Division ანუ ისრაელის ცნობილი საიარაღო კორპორაციის ერთ-ერთი შვილობილი ფირმის სახელი, რომელიც დრონებისთვის მაღალტექნოლოგიურ ელექტროოპტიკურ სათვალთვალო სისტემებს ამზადებს…

 

როგორ აღმოჩნდა ისრაელის წარმოების მაღალტექნოლოგიური სამხედრო დანიშნულების ტექნიკა რუსი გენერლების ხელში, ნუთუ ვერაგმა „გე-რე-უმ“ მოჰპარა ასე ფრთხილ ისრაელს?

არაფერი ამის მაგვარი, პირიქით – ისრაელმა ოფიციალურად და დიდი სიხარულითაც მიჰყიდა რუსეთს თავისი დრონები და მათი ლიცენზირებული წარმოების უფლება რუსეთს და, თანაც, ეს პროცესი რუსეთის საქართველოზე თავდასხმიდან და ქართული ტერიტორიების ნაწილობრივი ოკუპაციიდან სულ რაღაც ერთ წელში დაიწყო…

ისტორია მოკლედ ასეთია – აგვისტოს ომამდე ერთი წლით ადრე საქართველომ ისრაელისგან იყიდა იმ დროისთვის თანამედროვე „ჰერმეს-450“ ტიპის უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავები და „სპაიდერის“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, პარალელურად, განხორციელდა ქართული ტანკებისა და მოიერიშე თვითმფრინავების მოდერნიზაცია ისრაელის ფირმების თანამედროვე ტექნოლოგიებით, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა მათი საბრძოლო შესაძლებლობები.

რუსეთ-საქართველოს ომის დროს საზენიტო „სპაიდერებმა“ კარგად „იმუშავეს“, მოდერნიზებული ქართული ტანკებიც მიზანს არ აცილებდნენ და… ისრაელმა უცბად შეწყვიტა ყოველგვარი სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა საქართველოსთან, რატომ?

იმიტომ, რომ კრემლის თხოვნა-მოთხოვნის გათვალისწინებით დაიდო რუსეთ-ისრაელის ფარული გარიგება: ისრაელი აღარ აწვდის სამხედრო ტექნიკას ქართულ არმიას, სამაგიეროდ – რუსეთი ირანს არ მიჰყიდის С-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემებს…

გარდა ამისა, რუსი სამხედროები აგვისტოს ომის შემდეგ ძალიან დაინტერესდნენ ისრაელის წარმოების დრონებით და 2009 წლის აპრილში 12 მლნ დოლარად Searcher II ტიპის ორი უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავი შეიძინეს გამოსაცდელად, რომელსაც სწორედ ისრაელის ცნობილი ავიაკოსმოსური კონცერნი – Israel Aerospace Industries აწარმოებდა.

რუსეთის გენერალიტეტს მოეწონა ისრაელის სადაზვერვო დრონები და მალევე, 2010 წლის ოქტომბერში, ხელი მოაწერა 300 მლნ-დოლარიან კონტრაქტს, რომელიც რუსეთის ყაზანის შვეულმფრენების ქარხანაში ისრაელიდან ჩატანილი დეტალების საშუალებით Searcher II ტიპის უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავების ლიცენზირებული სერიული წარმოების დაწყებას ითვალისწინებდა.

2012 წლიდან კი უკვე „სამოქალაქო ავიაციის ურალის ქარხანამ“ დაიწყო ისრაელის დრონების სერიული აწყობა, „ფორპოსტის“ სახელწოდებით.

2017 წლისთვის რუსეთის არმიის შეირაღებაში „ფორპოსტის“ 30-მდე კომპლექსი იყო – თითოეულ კომპლექსში მართვის ცენტრი და სამი უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავი შედიოდა და ყველა მათგანი ისრაელიდან მიწოდებული მაკოპლექტებელი დეტალებისაგან იყო აწყობილი რუსეთის ტერიტორიაზე.

ამის შემდეგ ისევ დონბასში უკრაინელ მეზენიტეებს კიდევ ოთხჯერ გაუღიმათ ბედმა და ისრაელ-რუსეთის ოთხი „ფორპოსტი“ „დაამიწეს“…

მაგრამ ბედის ირონია, იცით, რაშია?

2018 წლის 11 ივლისს ისრაელის „ცახალმა“ ამაყად განაცხადა, რომ სირიის მხრიდან მის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი ჩამოაგდო, მაგრამ მისი ფრაგმენტების დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ ის… რუსების „ფორპოსტი“ გახლდათ, თავად ისრაელიდან რუსეთში გაგზავნილი დეტალებით აწყობილი…

ანუ, როგორც მოსალოდნელი იყო, „ბუმერანგის პრინციპმა“ იმუშავა, თანაც რუსეთმა ირანს მაინც მიჰყიდა С-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემები…

აღსანიშნავია, რომ ეხლა რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ მოდერნიზებულ „ფორპოსტებსაც“ იყენებს, რომლებსაც სადაზვერვოს გარდა, დამრტყმელი ფუნქციებიც აქვს და ლაზერული დამიზნების კორექტირებად 20 კგ-იანი „ჭკვიანი“ მინიბომბებით შეუძლია მიზნის ზუსტი დაზიანება.

რომ არა ისრაელის სერიოზული სამხედრო-ტექნიკური დახმარება აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთის უპილოტო სადაზვერვო და დამრტყმელი საფრენი აპარატების ტექნიკური განვითარების დონე ბევრად დაბალ საფეხურზე იქნებოდა და ის ნაკლებად დაემუქრებოდა დღეს უკრაინას და ვინ იცის, ხვალ კიდევ ვის…

საქმე ის არის, რომ დასავლეთმა და მათ შორის- ისრაელმაც უნდა გაათვიცნობიერონ, რომ როდესაც მაღალტექნოლოგიურ, მით უმეტეს – სამხედრო დანიშნულების პროდუქციას ყიდდნენ „ბოროტების იმპერიის“- საბჭოთა კავშირის მთავარ მემკვიდრეზე, რუსეთზე, ამით ისინი მომავალში უდიდეს პრობლემას უქმნიდნენ ისევ თავის თავს და – მთელ მსოფლიოსაც…

წყარო:,,კვირის პალიტრა”

გაზიარება36

დაკავშირებული -პოსტები

11 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი   აქტიური დღე გელით. შესაძლოა მოულოდნელი საქმე ან ახალი შესაძლებლობა გამოჩნდეს. ემოციურ გადაწყვეტილებებს მოერიდეთ. სიყვარულში გულწრფელი საუბარი ბევრ რამეს გაარკვევს.   კურო   ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. დაუგეგმავი ხარჯი...

დაწვრილებითDetails

11 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება ამიერ კავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი შედარებით ცივი და სამხრეთით მდგარი ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე...

დაწვრილებითDetails

დღეს წმინდა ნიკოლოზ საკვირველმომქმედის შობის დღეა.

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
დღეს წმინდა ნიკოლოზ საკვირველმომქმედის შობის დღეა.
მთავარი

11 აგვისტო წმიდა ნიკოლოზ საკვირველმომქმედის შობის დღეა. გილოცავთ! წმიდაო ნიკოლოზ - ევედრე უფალს ჩვენთვის და სრულიად საქართველოსთვის. ამინ.

დაწვრილებითDetails

ჩემი და თითქმის ერთი საათის განმავლობაში იდგა წყალში და ბავშვებს არ უშვებდა – რა მოხდა ერთ-ერთ მდინარეზე

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
ჩემი და თითქმის ერთი საათის განმავლობაში იდგა წყალში და ბავშვებს არ უშვებდა – რა მოხდა ერთ-ერთ მდინარეზე
მთავარი

,,ეს პოსტი იმიტომ გადავწყვიტე დამეწერა, რომ მას შემდეგ, რაც ეს ყველაფერი მოხდა, იმდენი ადამიანი მირეკავს და მწერს, ფიზიკურად აღარ მაქვს იმის ძალა, ყველას სათითაოდ მოვუყვე, რა მოხდა. ამიტომ მინდა, ერთხელ,...

დაწვრილებითDetails

ვარშავაში ყაჩაღობის ბრალდებით, საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 10, 2026
0
ტეხასში პატიმრობა მიუსაჯეს დედას, რომელმაც 8 წლის შვილი მოკლა
მთავარი

25 წლის მოქალაქეზე განხორციელებუი თავდასხმისთვის, ბელარუსის მოქალაქის ძარცვასა და გატაცების მცდელობაში ბრალოლდებული ქართველები ვარშავაში დააკავეს. ინფორმაციას პოლონური რადიოსადგური RMF FM ავრცელებს. გავრცელებული ცნობებით, შემთხვევა ივლისის ბოლოს ვარშავის ოხოტის რაიონში მოხდა, როცა საღამოს საათებში, ბანკომატში...

დაწვრილებითDetails

მოძრაობა „მე მიყვარს საქართველო“-ს წარმომადგენლები გელათის სამონასტრო კომპლექსში იმყოფებოდნენ

by მეგა TV
აგვისტო 10, 2026
0
მოძრაობა „მე მიყვარს საქართველო“-ს წარმომადგენლები გელათის სამონასტრო კომპლექსში იმყოფებოდნენ
მთავარი

მოძრაობა „მე მიყვარს საქართველო“ რეგიონების შემოვლას აგრძელებს. დღეს ისინი იმერეთში ჩავიდნენ და გელათის სამონასტრო კომპლექსი მოინახულეს. მათთან ერთად იმყოფება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და კულტურული მემკვიდრეობისა და ხელოვნების კვლევითი ცენტრის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნება – ნახეთ რა ღონისძიებებია დაგეგმილი

by მეგა TV
აგვისტო 10, 2026
0
ქუთაისში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნება – ნახეთ რა ღონისძიებებია დაგეგმილი
მთავარი

ქუთაისში 12 აგვისტოს  ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ღონისძიებები ფალიაშვილის ქუჩაზე გაიმართება. ნახეთ რა ღონისძიებებია დაგეგმილი

დაწვრილებითDetails

როგორი იქნება აგვისტოს ეს კვირა ზოდიაქოს ნიშნებისთვის

by მეგა TV
აგვისტო 10, 2026
0
2026 წელს ვის ელის დიდი კარიერული წინსვლა — წლის სამი მთავარი ფავორიტი
მთავარი

ლანეტების აღლუმი და 12 აგვისტოს მზის დაბნელება ცვლილებების მექანიზმს ყველა სფეროში აამოქმედებს. ბევრ ადამიანს უახლოესი გეგმებისა და ფინანსური სტრატეგიების გადახედვა მოუწევს. კვირის ბოლოს კი ზოგიერთ ნიშანს მოთმინებისა და გამძლეობის გამოცდა...

დაწვრილებითDetails

ამაში პრობლემას ვერ ვხედავ – კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე

by მეგა TV
აგვისტო 10, 2026
0
ამაში პრობლემას ვერ ვხედავ – კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე
მთავარი

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ერთ-ერთ რუსულენოვანი ბლოგერისთვის ინტერვიუს მიცემაში პრობლემას ვერ ხედავს. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, ბლოგერს რამდენიმე დღის წინ შემთხვევით შეხვდა. “არ ვიცი, ეს კონკრეტული ადამიანი ბლოგერია თუ...

დაწვრილებითDetails

საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 პირს შეუწყდა

by მეგა TV
აგვისტო 10, 2026
0
ქუთაისში მცხოვრები 989 ბავშვი ერთჯერად დახმარებას მიიღებს
ეკონომიკა

საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ისევ მცირდება. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, მხოლოდ ერთ თვეში საარსებო შემწეობა 7 235 ადამიანს შეუწყდა. კერძოდ, 2026 წლის ივნისში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 584 137-ს...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"