რუსეთმა შეერთებული შტატების ოფიციალურ პირებს სანქციები დაუწესა. მათ შორის არიან, პრეზიდენტი ბაიდენი, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი, უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი და CIA-ს უფროსი უილიამ ბარნსი.
- შეგახსენებთ, უკრაინაში შეჭრის გამო აშშ-მა რუსეთს აქციები დაუწესა. პერსონალური ფინანსური სანქციები შეეხოთ პუტინთან დაახლოებულ პოლიტიკური ელიტასა და მათ ოჯახის წევრებს.
ამას გარდა, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, აშშ-ში რუსული ნავთობის იმპორტი აიკრძალება. აკრძალვა მოიცავს თხევად ბუნებრივ აირსა და ნახშირსაც.










