რუსეთი აგრძელებს უკრაინაში აგრესიას. ჩვენ ყველამ დავინახეთ, რომ უკრაინა წინააღმდეგობას უწევს რუსეთის სამხედრო ძალებს და გვაქვს ყველა მიზეზი იმისთვის, რომ უკრაინას მაქსიმალურად დავეხმაროთ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მიხაელ გალერმა განაცხადა.
მისი თქმით, აუცილებელია სანქციების გამკაცრება.
„იარაღი, რაც გვაქვს და რისი ყიდვის შესაძლებლობაც არის, უკრაინას უნდა მივაწოდოთ, რადგან იარაღი მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ. აუცილებლად უნდა გავამკაცროთ სანქციები. მე მომხრე ვარ ქვანახშირზე, ნავთობსა და გაზზე ემბარგოს დაუყოვნებლივ დაწესების. ეს უნდა მოხდეს ახლა. გადაწყვეტილება დიდ დარტყმას მიაყენებს პუტინს, ასევე დანარჩენი ბანკებიც უნდა გავთიშოთ სვიფტიდან – „სფერბანკი“ და „გაზპრომ ბანკი“. ჩემ ხელისუფლებას, გერმანიასაც მოვუწოდებ ემბარგოს დაწესებისკენ, რადგან ზამთრის სიცივეები გადასულია და შეგვიძლია ამის უფლება მივცეთ თავს და მოვძებნოთ სხვა რესურსები. ქვანახშირიც გლობალურ ბაზარზე საკმარისია“, – განაცხადა მიხაელ გალერმა










