ეროვნული ლიგის მორიგი ტურის შეხვედრაში თბილისის “დინამო”_სა და გორის “დილას” შორის ჩანიშნული შეხვედრა უამინდობის გამო გადაიდო. მატჩამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია ,რომ ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა უკრაინის დახმარების ფონდში გადაირიცხებოდა. ამ დროისთვის უცნობია როდის გაიმართება გადადებული შეხვედრა. შეგახსენებთ, რომ გუშინ “ტორპედოსა” და “ლოკომოტივს” შორის გამართული შეხვედრაც უამინდობის გამო გადაიდო.
8 და 11 წლის ბავშვების მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის დაკავებულს ბრალი წარუდგინეს
საქართველოს პროკურატურამ სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა . პროკურატურის ცნობით, "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს, 8 და 11 წლის მოზარდებთან, სოციალური ქსელის - „TikTok“-ის...










