პოლონეთის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას იმედი აქვს, რომ რუსეთი არ გამოიყენებს მასობრივი განადგურების იარაღს.
მისი თქმით, თუ მსგავსი რა მოხდება NATO-ს მოუწევს თავის პოლიტიკას გადახედოს.
„ყველას აქვს იმედი, რომ ვლადიმერ პუტინი ამას არ გაბედავს და მასობრივი განადგურების იარაღს არ გამოიყენებს, არც ქიმიურ იარაღს, არც ბიოლოგიურ იარაღს, ან რაიმე სახის ბირთვულ იარაღს. ყველას აქვს იმედი რომ ეს არ მოხდება, თუმცა თუ კი ის რაიმე მსგავს გამოიყენებს, ეს თამაშის წესებს შეცვლის, დარწმუნებული ვარ, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით დასხდებიან მაგიდასთან და სერიოზულად დაფიქრდებიან რა უნდა გააკეთონ იმიტომ, რომ ეს საფრთხის შემცველი იქნება არა მხოლოდ ევროპისთვის არამედ მთელი მსოფლიოსთვის“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ.










